1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას გაუჩინარებული მებრძოლების ნეშტებს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. აფხაზეთიდან გადმოსვენებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტის ამოცნობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა.
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 12:00-15:00 საათამდე გაიმართება. 16:00 საათზე კი მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
“წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც ჩართულია დევნილთა და განსახლების სამინისტრო. საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 11 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 148 ადამიანის ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია და ეს პროცესი გრძელდება”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
http://www.interpressnews.ge/geo/sazogadoe...krdzalaven.htmlომიდან დაბრუნებული ბიჭები :
თამაზ ხარბედია – მინისტრის მოადგილე,
მიხეილ კოკაია – ჟიულ შარტავას მრჩეველი სამხედრო საკითხებში,
ზურაბ ძამუნაშვილი – მებრძოლი,
გელა ფარქოსაძე – მებრძოლი,
გოჩა შინჯიკაშვილი – მებრძოლი,
გიორგი არზუმანოვი – მებრძოლი,
კობა ხეჩიკაშვილი – მებრძოლი,
ნუგზარ ფრიდონიშვილი – მებრძოლი,
ზაზა მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე),
ერმილე მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), სიმონ ჟორჟოლიანი – მებრძოლი (წყალტუბო),
მუხრან თუთისანი – მებრძოლი (ხონი),
დავით ღლონტი – მებრძოლი (ლანჩხუთი),
იმედა კოპალიანი – მებრძოლი,
დავით წურწუმია – მებრძოლი,
შოთა ჯღამაძე – ექიმი,
ნუგზარ მილორავა – მებრძოლი,
ასკალო მანაგაძე – მშვიდობიანი მოქალაქე (ქუთაისი),
გელა თურმანიძე – მებრძოლი (საჩხერე),
ალექსანდრე ზაალიშვილი – მებრძოლი,
მუხრან მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე),
გიორგი ზარქუა – მშვიდობიანი მოქალაქე (ფოთი).
დიდება და მარადიული ხსოვნა სამშობლოსთვის დაღუპულებს!!!!!!
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3