ერთი ორი კვირის სტატიაა და საკმარისადაა ახსნილი რას საქმიანობენ
https://jamestown.org/program/amidst-chemic...viet-republics/ე.წ. ლუგარის ლაბორატორიები ამერიკის მხარდაჭერით შეიქმნა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში საქართველო უკრაინა აზერბაიჯანი ყაზახეთი და რუსეთშიც ქონიათ
პროგრამის მთავარი მიზანია ამერიკელი მეცნიერების დახმარებით მოხდეს საბჭოთა კავშირის დროინდელი ქიმიური და ბილოგიური ნარჩენების უსაფრთხო განეიტრალება
თუმცა ამის გარდა ამერიკელები ადგილობრივ მეცნიერებს ეხმარებიან სხვა და სხვა სახის ბიოლოგიურ თუ ქიმიური საფრთხეების ცოდნა-გამკლავებაში და ტრეინინგებს ატარებენ ეპიდემიურ და სხვა თემებზე
ასევე ლაბორატორიების მიზანია განსაკუთრებული ცოდნის მქონე მეცნიერებს ერთად მოუყაროს თავი რათა თავიდან იქნას აცილებული მათი ცოდნის ბოროტი მიზნებით გამოყენება სხვა და სხვა ჯგუფების მიერ
ბოლო წლებში გახშირდა ლუგარის ლაბორატორიების კრიტიკა რუსეთის და მისი სატელიტი მედია საშუალებების მიერ
სასომხეთში რამოდენიმე მედია საშუალებამ 2016ში საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორია დაადანაშაულა 10ზე მეტი ადამიანის სიკვდილში რომლებიც ღორის გრიპით დაიღუპნენ მსგავსი კრიტიკა აზერბაიჯანის და ყაზახეთის მედიაშიც გაჟღერებულა
რუსეთმა ამერიკას ბრალი დასდო ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღების კონვენციის დარღვევაში
მოსკოვის ასეთი კრიტიკა ამ ლაბორატორიების მიმართ არის დიპლომატიური სიგნალი მოსკოვიდან ვაშინგტონისთვის რომ მათაც შეუძლიათ "ქიმიური იარაღის" მომიზეზებით ზეწოლა მოახდინონ დასავლეთის პარტნიორ ქვეყნებზე სირიის სამაგიეროდ
რავი რასაც წერენ აქ არ უნდა იყოს არც თუ ისე გასაიდუმლოებული და გახსნან და შეუშვან დამკვირვებლები