NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 8% - “ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 4% - “ევროპულ საქართველოს“
11:23 30-04-2018
NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 8% - “ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 4% - “ევროპულ საქართველოს“ “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხული მოსახლეობის 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 8% - ერთიან “ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 4% - “ევროპულ საქართველოს“.
NDI-ის კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ არ იცის, 13% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას და 9% აცხადებს, რომ სხვა პარტიას.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...qarthvelos.htmlვიგებთ ქოცები
მუურ <3
აქ საყურადღებო ის არის რომ ეს გამოკითხვა ამსტერდამის შ3ხვედრამდეა ჩატარებული და ბაჩუკის და დავითაიას გავლენა არ არის მოხვედრილი. არც ხარატიშვილის
ვის უნდა ოციათასაც ყოფილა
This post has been edited by SPLIYVI on 30 Apr 2018, 14:08