#52638974 · 2 May 2018, 23:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შაქროII
QUOTE | საბურთალოს გზაზე ახალი ჰაივეი იპოდრომის დარჩენილი ნაწილის ხარჯზე არის უაზრობა....მაგ გზაზე არასდროს არაა საცობი... |
ერთი უბადრუკი ესტაკადა შენდება, რომელიც იმ მონაკვეთზე უფრო უსაფრთხოს გახდის მოძრაობას, ესაა და ეს. კლასიკური საცობიო არაა, მაგრამ ზოგჯერ საკმაოდ დიდ ხანს მიწევდა ლოდინი პეკინის ქუჩიდან წამოსული ნაკადის გამო.
QUOTE | საცობი არის კუტუზოვის და მიცკევიჩის ასევე საბურთალოს ქუჩის კვეთაზე და ბახტრიონსი ასასვლელი რომაა ბუკიას ბაღთან... და ეს გამოწვეულია არა საბურთალოს ქუჩით არამედ პეკინის. განსაკუთრებით 18:00 ზე როცა მერია ამთავრებს მუშაობას... პოლიცია დგას და ვითომ არეგუილირებს, სინამდვილეში კი საცობს ქმნის.
გაიარეთ და თავად ნახავთ |
მანდვე ვცხოვრობ და ჩემთვის ყოველდღიურობაა.
თბილისის უპირველესი პრობლემა "ძაბრის ეფექტები", მოძრაობის არასწორი ორგანიზება, ხიდების და ქუჩების ნაკლებობაა. გვაქვს გრძელი ქუჩები ძალიან ცოტა გადამლვეთი გზებით და უფრო ცოტა პარალელური ქუჩებით. მაგ: რუსთაველის პროსპექტზე მტაწმინდიდან ჩამოსული ვერანაირად ვერ მოხვდები ფილარმონიათან, თუ არ გაიარე თავისუფლების მოედანი. სპორტის სასახლიდან ბახტრონზე მოხვედრა დიდი პრობლემაა. დოლიძიდან სპორტის სასახლემდე გმირთა მოედნის გავლა გიწევს. აბა სცადე და უნივერსიტეტის მეორე კორპუსიდან წადი ტელევიზიისკენ. 800 მეტრიანი გადაადგილებისთვის გიწევს 3-4 კილომეტრის გავლა. ორმხრივი პეკინიდან ცალმხრივ პეკინზე მოხვედრისათვის (გაგარინიდან რომ მოდიხარ) ჯერ შედიხარ ვაჟა-ფშაველაზე, მერე ერთზოლიანი ვიწრო ქუჩით გადადიხარ ყაზბეგზე, იქ რის ვაივაგლახით გიწევს მარჯვენა მხარის დაკავება და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია ამოისუნთქო.
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|