#52640146 · 3 May 2018, 01:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადამიანის პროდუქტიულობა პირდაპირპროპორციულია იმისა, თუ როგორ იყენებს ის დასვენების დროს. ის ამერიკელი და გერმანელი დროის 1/3-ს მუშაობს, 1/3-ი სძინავს და დანარჩენი 1/3 გულაობს როგორც უნდა. ყოფითი პრობლემები თითქმის არ აწუხებს, გართობის მილიონნაირი საშუალება აქვს და რაც მთავარია ამის ფინანსური შესაძლებლობაც გააჩნია. ხელფასის 80% კომუნალურებსა და კრედიტებში რომ მიგდის და შარვალი ვერ გიყიდია თვიდან თვემდე, რამ უნდა მოგცეს მაღალი ტემპით მუშაობის მოტივაცია და ენერგია?
იმუშავებ მაშინ, როცა სამსახურის მერე ან შაბათ-კვირას ბარში შეხვალ, ვისკის დალევ, ბილიარდს ითამაშებ, იდღნაურებ, ფეხბურთზე წახვალ, თხილამურებით ისრიალებ, კონცერტს დაესწრები, კინოში წახვალ და ერთი წამით არ იფიქრებ გაზის ფულზე, გაფუჭებულ მანქანაზე, ბავშვის სწავლის თანხებზე და ა.შ.
iosebovich
| QUOTE | | კაცო გადაგვიხადონ ჩვენცა იქაური სტანდარტებით და კი ბატონო. 400 ლარი რო გაქვს ხელფასი დედის გინებით მიდიხარ და მოდიხარ. |
და 1 500 ლარი რომ გადაგიხადონ რა, მაგრად იცხოვრებ? 600 დოლარია 1500 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერასოდეს იყიდი ბინას თბილისში ან ახალ მანქანას (თუნდაც 2-3 წლისას), რადგან ერთი 3-4 ოთახიანი ბინა სადღაც კორპუსში ღირს შენი 10 წლის ხელფასი და ეგეთი დანაზოგი რომ გააკეთო, 40-50 წელი გჭირდება ფულის გროვება, რაც ცალსახად ფანტაზიის სფეროა. ოჯახი თუ გყავს მაგ დანაზოგსაც ვერ გააკეთებ, თვიდან თვემდე არ გეყოფა 600$ ხუთსულიან ოჯახს ყველა ხარჯის გათვალისწინებით. ამ დროს 1 500 ლარი საქართველოში არის პარლამენტარის ხელფასი თითქმის. ანუ თანამდებობრივი დანამატის გარეშე ჩვეულებრივი პარლამენტარი იღებს თვეში 1 600 ლარს ხელზე. რა გინდა რომ ქნა ამ ქვეყანაში? ბანკირი ან პრეზიდენტი თუ არ გამოხვედი სხვა ნებისმიერ ვარიანტში ვალებში დაიხრჩობი  თუ არადა უნდა მოიპარო. This post has been edited by chukius on 3 May 2018, 02:01
|