ავად სახსენებელი სპორტის სასახლის და გპი-ს მიმდებარე ტერიტორიები ყველაზე თვალსაჩინო, ვერაზე ჯანაშია-თარხნიშვილის მიმდებარედ, ვერის ბაღის ტერიტორია (დაპატარავებულია და კიდევ მოაჭრიან რამეს აშკარად), ვაკის პარკის და მიმდებარედ მწვანე საფარის შემცირება და გვირგვინად ავადსახსენებელი სასტუმროს ნებართვა შუაგულში რომელიც ხალხის აქტიურობით ქოცების ხელში ჯერ შეჩერებულია (იმედია სამუდამოდ), ფაქტიურად მხიურის ტერიტორიიდან მიტაცებული მიწის გაფორმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა (დაწყება ვერ მოასწრეს და ნარმანიამ კი გაუშვა განუხილველებში, ეგეც იმედია სამუდამოდ), ფალიაშვილზე კატასტროფული კორპუსები პარკინგის გარეშე, ის ოხერი აქსის თაუერები (მშენებლობა მაშინ დაიწყო) რო დამთავრდება ეგ და კიდე სამი მრავალსართულიანი კორპუსი სრული 3.14დეცი იქნება, ჭავჭავაზეზე 31-33 ნომრების წინ ხეების გაჩეხვა პარკინგისთვის (რესტორან ტაბლასთან), აი მანდვე შუქნიშნამდე რომ მშენებლობა იყო ეგ უკვე ქოცების დროს დამთავრდა და არაფერი გაუჩეხიათ, მანდ რო დავდივარ ზაფხულში იგულავას ნათესაობას ვიხსენებ სულ ვინაიდან მეორე მხარეს მიწევს გადასვლა ისე აჭერს მზე

და ეგრეა მთელი ქალაქი, ბაზარი არაა რიყის პარკი და ძველი თბილისის რესტავრაცია ძალიან კარგია მაგრამ ტურისტების გარდა აბორიგენებიც ვარსებობთ აქ ჯერ

სხვათაშორის ბოტანიკურის მიმდებარე პირველი მოქალაქის საკუთრება სწორედ მაგ პერიოდში გაიზარდა (თავისთავად ეხლა არაფერი მოაკლდებოდა

)
ესენი რომ ბევრს არაფერს იკლავენ თავს საქმის გასასწორებლად ეგეც ფაქტია, მშენებლობების დიდი ნაწილი ისევ ისე მიდის უკონტროლოდ, მშენებლობა კი არა ზოლი ვერ დაუხაზიათ რომ ერთი კვირა გაძლოს და მაგასაც აღარც ხაზავენ, შუქნიშნებზე ხან წიტელი არ ანთია ხან მწვანე და ყველას კიდია, ჭკვიან კამერებს კი კიდებენ და ზოლების თავზე ნიშნები რომ უნდა იყოს ეგეც ყველას კიდია, პარკინგზე ისევ პოპულიზმის მეტი არაფერი, საზ ტრანსპორტის მოძრაობის ინტერვალები ისე უჭირავთ რომ შპროტივით იყო გაჭედეილი ავტობუსში გინდ პიკის საათი იყოს და გინდ დასვენების დღე