#52668933 · 8 May 2018, 11:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
A10
QUOTE | ხიდები რატომ ააფეთქა წყეულმან მან მუნ და გინებულმა ასლანმან
|
საბოლოოდ გადაწყვიტა აშკარად დადგომოდა აფხაზეთის და ცხინვალის გზას და დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა. თუმცა ხელს ამ გეგმაში უშლიდა რამდენიმე ფაქტორი: 1. აჭარლები მაინც ქართველებად გრძნობდნენ თავს (მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კეთდებოდა ამის შესაცვლელად). 2. მსხვერპლი არ იყო ადგილობრივ მოსახლეობაში აჭარის გარედან მომხდურების მიერ (ყველაზე სუსტი წერტილი იდეოლოგიურ მხარდაჭერაში ეგ იყო, თუნდაც ერთი ადამიანის სიკვდილიც ეყოფოდა ამას). 3. აჭარას არ ჰქონდა უშუალო საზღვარი რუსეთთან, ესეც უშლიდა გეგმას ხელს. ბევრი ადამიანი ფულს შოულობდა სწორედ დანარჩენ საქართველოსთან ბიზნესურთიერთობებით (ტურიზმი, საზღვარი, ვაჭრობა, პორტი, სანაოსნო და ა.შ.). 4. ძალიან ბევრი აჭარელი ცხოვრობს აჭარის გარეთ საქრთველოს სხვადასხვა კუთხეებში, ისინიც ახდენდნენ გავლენას ადგილობრივებზე.
This post has been edited by vili on 8 May 2018, 11:28
|