მსგავსი სისულელე დიდი ხანია არ წამიკითხავს. როგორ უნდა გავარკვიო საზღვარგარეთ ვინმე ქართველს თუ გავიცნობ და მაგალითად შევიფარებ რადგან ბინიდან გაასახლეს - ლეგალურად არის ის იმ ქვეყანაში თუ არალეგალურად ? საბუთები მოვთხოვო ?
ანუ ვინმე სტუმრად რომ მოვიდეს და რამდენიმე დღით დარჩეს, შეიძლება შარში გამხვიოს

არადა ევროპაში და ამერიკაშიც ხშირად ხდება რომ რომ შეიძლება სხვა ქალაქიდან ჩამოდის ქართველი რამე საქმეებზე და შენთან დარჩება რამდენიმე დღე. უნდა გამოკითხო კონკრეტულად რა საქმე აქვს და დოკუმენტები მწყობრში აქვს თუ არა ?
ან ვინმემ რომ გთხოვოს რომ ფული ასესხო, მაგალითად ეს ვინმე აღმოჩნა რომ არალეგალია - ამ შემთხვევაშიც ხომ შარია ? ფულის სესხების დროს გამოდის რომ საბუთები უნდა მოსთხოვო და ნახო ლეგალურად არის თუ არალეგალურად იმ ქვეყანაში. შეიძლება იცნობ ადამიანს, დრო და დრო ნახულობ რაღაც თავშეყრის ადგილებში და დაეხმარე, მერე უნდა ამტკიცო რომ შეცდომაში შეგიყვანა ?
მე საზღვარგარეთ შემხვედრია ადამიანები ვისაც მოუწერია ჩემთვის, ჩამოვედი და დაბნეული ვარ, ფული არ მაქვს - და რა ვიცი შევხვედრივარ, დამიმშვიდებია, ყავაზე დამიპატიჟებია და ფულიც მისესხებია. გამოდის რომ მსგავსი დახმარება აღარ უნდა აღმოვიჩუნო ადამიანს სანამ არ გავიგებ დაზუზსტებით ლეგალური ემიგრანტია. ტურისტული ვიზა აქვს თუ რას შვება ? მოუწერიათ რომ ჩამოვიდნენ ტურისტულით და ფული გაუთავდათ ან დაკარგეს და მისესხებია და ყველამ უკლებლივ დამიბრუნა საქართველოში დაბრუნების შემდეგ. მაგრამ ვინმე რომ არ დაბრუნდეს, მე ხო ფულს დავკარგავ და პირადათ ჩემთვის ზარალია და კიდევ გამოდის რომ კანონს ვარღვევ ?

რა უბედურებაა ეს რა არის ... ადამიანური დახმარებაც შარია უკვე.