საერთოდ სიცოცხლე არის სიკვდილით სავსე და აქ ვინც ვპოსტავთ, ერთ დღეს ყველას კუილივით გაგვძვრება სული
თუმცა ის ლოგიკა რომ 'მაინც ყველა მოვკვდებით' ვისუნთქოთ შხამი, მოვწიოთ და შევაბოლოთ და ა.შ. არის უპასუხისმგებლობა და მეტი არაფერი.
მე რომ ახლა კიბოს დიაგნოზი დამისვან და მითხრან მაქსიმუმ 1-2 წელი იცოცხლოო, ყველაზე უფრო გამიტყდება ის, რომ ვერ მოვესწრები მომავალს, ტექნოლოგიებს, მარსზე ადამიანის გავლას, განვითარებულ კომპიუტერულ თამაშებს და ხელოვნურ ინტელექტს. ეგება ტექნოლოგიურ სინგულარობასაც მოვესწროთ აქ ვინც ვართ. ბევრად საინტერესოა მომავალში ცხოვრება და დიდი ინტერესით ველოდები, ამიტომაც გამიტყდება ადრე სიკვდილი...
ხოდა, ჯანმრთელი ცხოვრების მთელი აზრი ის კი არაა, რომ არასოდეს მოკვდე, არამედ რომ რაც შეიძლება გვიან მოკვდე და როდესაც მოკვდები - რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეულად შენთვის და შენს გარშემომყოფთათვის
სამწუხაროა, რომ ქართველების დიდ ნაწილს საკუთარი სიკვდილი არ ახსოვს და არც უფიქრია ბევრი ამაზე. კაი სიცოცხლეს შობს სიკვდილზე ბევრი ფიქრი