ვა, პიო, როგორ ხარ?

არანაკლებ საზარელი იყო მეთერთმეტე არმიის შემოჭრა და
აყროლებული რუსი ბომჟების მიერ, შინელის ქვეშ საცვალიც რომ არ ეცვათ,
ქვეყნის დაპყრობა და მოწინავე საზოგადოების მუსრის გავლება.
70 წელი გრძელდებოდა თან....
რა მნიშვნელობა აქვს მოტყუებით შეგიყვანენ გაზის კამერაში თუ
თვალებში ჩაგხედავენ და ისე დაგხვრიტავენ, მე მეორე უფრო საზარლად მიმაჩნია.
ან ყოველ ღამე მოსახლეობას დაპატიმრების შიშით რომ არ ეძინა და ყურები ჰქონდათ
დაგრძელებული ნაბიჯების ხმა არ გამოპარვოდათ.
რეპრესიების მხრივ არაფერი განსხვავება არ იყო ბოლშევიკებსა და ფაშისტებს შორის,
რაოდენობრივად ლენინის და სტალინის მიერ განადგურებული მეტიც იყო.
რეპრესირებულთა სახელიანი საფლავები არც ნაცისტებმა დატოვეს და არც ბოლშევიკებმა.
გათხრიდნენ ორმოს და ყველას ერთად ყრიდნენ....
მერე და მერე ტყვიის ფულსაც რომ ახდევინებდნენ ოჯახებს ,,ხალხის მტრების"
დახვრეტაში ხომ არ დაგავიწყდა?
დღემდე მაგათი შთამომავლობა რომ ძარცვავს ამ ქვეყანას ეჭვი გეპარება?
ფაშისტები მალევე მოიშორეს მაინც, ესენი მოუშორებელი ჭირია.