#52689066 · 11 May 2018, 14:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პროსტა ის ტეხავს რომ ხალხს ელემენტარული არ ესმის. განვითარებას ერთი გზა აქვს და თუ გინდა ქვეყნის განვითარება მაგ გზას პროსტა ვერ აუვლი გვერდს. ყველაფერი ნაცადია უკვე ისტორიაში და ისტორიამ გასცა უკვე ყველაფერს პასუხი. ჰიტლერი რომ ჰომოსექსუალებს დასდევდა იმასთან რას მივა ტაბურეტკიანი მამაო, მაგრამ დღეს როგორი დამოკიდებულებაა გერმანიაში მათ მიმართ ხომ ხედავთ. არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება, ყველაფერი რაც საქართველოში ხდება მომხდარია უკვე კაი ხნის წინ განვითარებულ ქვეყნებში და მოსახდენია ისეთ ქვეყნებში სადაც დაბალ დონეზეა განვითარება, დროს ვწელავთ და ვაჭიანურებთ უბრალოდ ყველაფერს დაბალი ცოდნის და სიბნელის გამო, დრო კი ვერ დაგიცდის, დაუნდობელია მათ მიმართ ვინც ფეხს ვერ უწყობს და შედეგიც სახეზე გვაქვს 2050 წლისთვის გადაშენებაა ნაპროგნოზები საქართველოსი. მხოლოდ მილიონ შვიდასი ათასი იქნება მოსახლეობა. ამიტომ კარგი იქნება თუ დროზე მივხვდებით რომ ნორმალურ გარემოს შექმნას სჭირდება თანასწორუფლებიანობა. ხო ხედავთ რომ მირონი და მამაოს ლოცვა კურთხევა არ ამართლებს? გარბის ხალხი ჩაის საკრებად ისტორიულ მტერთან მონად და ხალხი იმის მაგივრად რომ გამოფხიზლდეს და თქვას აი შეცდომით მივდივართ და მოდი ღმერთი ყველამ ჩვენ გულებში ვეძებოთო პირიქით იმას ამბობენ რომ უფრო მეტად გადაშვებულები რომ არ ვართ თავით ამ მირონებში, ჯიპიან მამაოები და ათას კერპებში აი მაგიტომაა ცუდად რომ ვართო
|