ამას გუგული მაღრაძე ახლოს არ უნახავს, თორემ მაგას არ იტყოდაო... მოდიხართ, თუ ქეიფობთ... 

მე ის მიკვირს, ყველაფერდამცველები რატომ არ გამოეხმაურენ, პირდაპირი დისკრიმინაციაა ჭარბწონიანი ადამიანების.
არა და, ევრი ბადი(body) იზ ფერFექთოს გაიძახის  მთელი მათი ნაკადი. 
და რაღაცნაირად, ისეთი გაფრენილი იდეა და აზრია, ვერ ვიჯერებ, რომ რეალურია. აი, არ მჯერა. და მიკვრის, რომ არავინ გააპროტესტა.
სხვა ქვეყანაში ოდესმე ხდებოდა ან ხდება ასეთი რამ? არც ეს ვიცი და ვარ გაურკვევლობაში. 
ამაზე არავის აქვს აზრი? კაციშვილი რომ არ წერს და გუგულის გარშემო ტაქსის დაწერილი ბენზინის თვლითაა დაკავებული? 
ისე, ამ გოგოს რომ ვაკრიტიკებთ, 19 წლისაა სულ რაღაც და მშვენიერია, რომ სათქმელს ამბობს, როგორ რა აზრი აქვს.
ჩვენ ზოგადად, ერთმანეთზე უარესად ვუბერავთ და შანსი არაა ამაში რეკორდსმენი დაფიქსირდეს, წამსვე ვიღაც აჯობებს.
თან ძალაუფლებაც აქვს ზოგ ასეთს.... :?