ამ საქართველოში რაც არ უნდა გააკეთო ყველა მაინც უკმაყოფილოა

ნაროტიკები იყიდება და ხალხი იღუპება, შსს სად არის რას მიკეთებსო.
ბარიგას დაიჭერენ, ის ერთ ცრემლს გადმოაგდებს და გაწირესო.
არა რა, ცირკია. ბარიგას ცრემლი გადმოუგორდა და უვე "მსხვერპლია", აი ისინი დაიჭირონ უფრო ზევით რომ არიანო...დაიჭირონ ისინიც, მაგრამ ეს ვიღაც ქალი რომ ბარიგობდა აღარაა დამნაშავე? ანუ არის თუ არა იმის ზემოთ ვინმე და კიდევ სხვა ეგეთი ტიპები არიან თუ არა, მაგის მიუხედავად ამის ბარიგობა დანაშაული აღარაა?
პ.ს. ბახალა არაა კრიმინალი. მაგდა პაპიძე "უდანაშაულოა", რაღაც ამ დონეზეა დასული ფორუმი.

პ.პ.ს საერთოდაც დეკრიმინალიზება კი არა ლეგალიზება უნდა მოხდეს, ვისაც რაც უნდა ის შეიშვას, დალიოს თუ შეიყნოსოს, მე მაგრად მკიდია და სიმართლე რომ ვთქვა ისიც არ მევასება ბლომად ბიუჯეტის ფული ბარიგების და მომხმარებლების დევნაში რომ იხარჯება.
მაგრამ მერე დასტა-დასტად დაღუპულები რომ წამოვლენ, წამლის გამო ერთმანეთს დაერევიან და საკუთარ ოჯახებიდან უკანასკნელ ფულს და ძვირფასეულს რომ გამოიტანენ ამის საყიდლად, ახლა პირიქით დაიწყებს იგივე ხალხი ლაპარაკს "როდემდე უდნა ვითმინოთ ეს ხალხოოოო? აღკვეთეეეეთ!"
იმისი არ იყოს სააკაშვილის დროს ჯერ "საჯიშე ბიჭების" გამოშვებას რომ ითხოვდნენ, ახლანდელებს კიდევ იმაზე: ასხამენ რა ხდება, რა ამბავი კრიმინალიაო