რა მაინტერესებს იცით? კი, ძალოვანებმა ნამდვილად გადაამეტეს და შესაბამისად ეს მუხტიც გასაგებია, მაგრამ როცა ამხელა ამბიციების მქონე აქციას აწყობ იმის ტვინი მაინც არ უნდა გქონდეს, რომ:
1. ტელევიზიების და ყველას დასანახად არ გატყვრეთ, ჩაკაიფდეთ და გამოქლიავდეთ? იმ საღორეზე რაც იქ იყო, რომ დავხუჭოთ თვალი... ტიპებმა ერთ დღეში ბომჟების სახელი აიკიდეს იმ დონის ქლიბები არიან.
2. გქონდეთ რეალური გეგმა იმისა თუ რა გსურთ? ერთია მოთხოვნები და მეორე თუ რას გვთავაზობთ. ოცნება თქვენ არ მოგწონთ, ნაცები და ევროპელებიც არ მოგწონთ. ხოდა ვის გვთავაზობთ? გირჩს? ელისაშვილს? რამე ახალი კოალიციის შექმნას? ხომ უნდა თქვათ ბოლო-ბოლო რა ალტერნატივას გვთავაზობთ იმ შემთხვევაში თუ მოხდა სასწაული და თქვენი ყველა მოთხოვნა შესრულდა.
კვირიკაშვილის და გახარიას გადადგომა რამეს შეცვლის? სისტემა შეიცვლება იმით, თუ კვირიკაშვილის მაგივრად სხვა ოცნების წევრი იქნება? მგონი ყველამ ვიცით, რომ არა.
კაი, ვთქვათ გადადგა კვირიკაშვილიც, გახარიაც და ყველა ვინც მოითხოვეთ. მეტიც, ვთქვათ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა. ვინ გაიმარჯვებს? მგონი არავის ეპარება ეჭვი, რომ 80% ისევ ოცნება გაიმარჯვებს და გვეყოლება ისევ იგივე ხალხი, იგივე სისტემით.
კაი გავიდეთ იმ დარჩენილ 20%-ში და რა გვაქვს აქ? ნაცები ან ევროპელები. ესენი შეცვლიან სისტემას?

ამათაც არ ქონდათ ეგ სისტემა მორგებული?
ხოდა მოკლედ მაინტერესებს, როგორ შეიძლება რევოლუცია უწოდო ისეთ აქციას, რომელიც მხოლოდ "ეს გადადგეს, ის გადადგეს" მოთხოვნით გამოდის და ალტერნატივას არ გვთავაზობს?!
იმაზე აღარ მინდა სართოდ საუბარი, რომ ღამე ჩაისვარეთ და კარვები აიღეთ

პ.ს. არავის გეგონოთ, რომ ამ სისტემის ან ხელისუფლების მომხრე ვარ. არც ერთი მომწონს და არც მეორე, მაგრამ როცა ერთ რამეზე ამბობ უარს მინიმუმ ის მაინც უნდა იცოდე თუ რა გინდა და ვის უნდა გააკეთებინო ეს ყველაფერი. რევოლუცია არსებულის შემცვლელის გარეშე არ გამიგია მე. ხოდა გააკეთეთ მოძრაობა, პარლამენტის წინ ლოთობით და კაიფით ვერ გახვალთ ფონს. პირიქით, ქართულ მარშს და სამღვდელოებას გამოთხრით და გაგიფენენ წიხლებ ქვეშ და კაი ხალხის სტატუსსაც ჩაახუტებთ კორკოტებს (რასი სურვილი სულაც არ მაქვს, მაგრამ მოხდება თუ ასე გააგრძელეთ).
This post has been edited by Interimo on 13 May 2018, 14:47