ცოტა შორიდან რომ შევხედოთ სიტუაციას საქართველოში და ქოცნებაში - ოცნების რეიტინგი ბოლო წლების განმავლობაში სერიოზულ რყევებს განიცდიდა. ღარიბაშვილით დაწყებული, თავის ჯეჯელავებით, ხუჭუჭა კობახიძით, ბღუჯა-ბღუჯა ქუმსიშვილით, კეთილი კვირიკაშვილით გაგრძელებული და კალაძით დამთავრებული. ხო, იმედი მაქვს ეხლა მაინც აღიარებთ ოცნების აქტიური მხარდამჭერები, რომ კალაძის მოყვანით ბევრად უკეთეს შედეგს ელოდებოდით, ვიდრე რეალურად მოიტანა.
მეორე, პარალელურად ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. ნარკოტიკები იყო ყველაზე პატარა პრობლემა, იყო ტერორიზმის საფრთხე (ჩატაევი), იყო სისხლიანი "რაზბორკები", როგორც ცეცხლსასროლი, ისევე ცივი იარაღის გამოყენებით, რაც ყველაზე შემზარავია - არასწრულწლოვნებში. იყო უამრავი შემთხვევა როდესაც ეჭვიანობის ნიადაგზე ხდებოდა მკვლელობები.
პატრული რომ პატრულია, პატრულის რეიტინგი და ნდობა ხალხში ძალიან სერიოზულად იყო (და ალბათ ჯერ კიდევ არის) შერყეული. გახარია როგორც ჩანს რაღაც პერიოდის განმავლობაში უბრალოდ აკვირდებოდა სიტუაცია, შემდეგ კი თავის მესვეურებს მოახსენა, რომ, თუკი მისგან სურდათ რაღაცა შედეგის მიღება, მისთვის ბევრად მეტი გასაქანის საშუალება უნდა მიეცათ. შესაბამისად, და არ გამოვრიცხავ რომ ვცდებოდე, გახარია ბოლო დღეების მანძილზე მოქმედებდა მხოლოდ საკუთარი ინიციატივით. არ არის, მე ყოველშემთხვევაში ვერ დავინახე მასში ადამიანი, რომელიც მარიონეტის როლს თამაშობდეს.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი გრძელვადიან პერიოდში? ჯერ-ჯერობით არაფერს კონკრეტულს, უბრალოდ მე პირადად გამიჩნდა იმის იმედი, რომ პოლიტიკაში გამოჩნდა ფიგურა. არა მორიგი პაიკი, არამედ დამოუკიდებელი, წონიანი, ავტორიტეტიანი ფიგურა. თუ ეს ადამიანი რუსეთის მოგზავნილი არაა, მაშინ შეიძლება მართლა გვეშველოს. ჯერჯერობოთ ძალიან კარგი სვლა გააკეთა დღევანდელი გამოსვლით, მოულოდნელი, მაგრამ თავიდან ბოლომდე გაწონასწორებული და გაკონტროლებული ყოველი სიტყვა, და ყოველი სიტყვის უკან მომზადებული ქმედება.
ვნახოთ, ძალიან მინდა მორიგ ფარსთან არ გვქონდეს საქმე და ეს იყოს ადამიანი, რომელსაც დილით ქვეყანაზე ფიქრით ეღვიძება და ღამით ქვეყანაზე ზრუნვით ეძინება.
ტიპებმა ქვეყნის მომავალი ლომბარდში ჩადეს ფული მოტეხეს და ვალდებულებებს ჩვენ გვიტოვებენ