#52722521 · 15 May 2018, 22:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნათია მეზვრიშვილი - თუ არ გვითხრეს ვინ არიან პოტენციური მსხვერპლები, როგორ გამოვიძიოთ? ჩვენამდე არანაირი დამამტკიცებელი მასალა არ მოსულა 21:16 15-05-2018 ნათია მეზვრიშვილი - თუ არ გვითხრეს ვინ არიან პოტენციური მსხვერპლები, როგორ გამოვიძიოთ? ჩვენამდე არანაირი დამამტკიცებელი მასალა არ მოსულა ვეუბნებით კლუბების და არასამთავრობოების წარმომადგენლებს, მოგვიტანეთ მასალები, გვითხარით ვინ დაზარალდა, მოვიდეს ეს ადამიანი, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, გამოვიკვლევთ, ობიექტურად შევაფასებთ და მოვახდენთ რეაგირებას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, სამინისტრო მზად არის, გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებთან ითანამშრომლოს.
“დააყენეს საკითხი იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები უშუალოდ კლუბების გარეთ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს შორის აზრები გაიყო, თუმცა ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ - ჩვენ ამ საკითხებს შევისწავლით, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ურთიერთობისას რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი. შევისწავლით ყველაფერს, თუმცა არც ჩვენამდე, არც სახალხო დამცველის წარმომადგენლამდე, რაიმე ტიპის დარღვევის შესახებ ინფორმაცია შემოსული არ არის. თუკი ასეთი დაფიქსირდება, მზად ვართ, რომ ინტენსიურად ვითანამშრომლოთ სახალხო დამცველის წარმომადგენელთანაც, სამართალდამცავ ორგანოებთანაც. თუკი ისინი პროკურატურას შესაბამის ფაქტებს მიაწვდიან, ჩვენ მზად ვართ, რომ შესაბამის ორგანოებს ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები მივაწოდოთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრები გაგრძელდება და შს სამინისტრო ომბუდსმენის აპარატს მტკიცებულებებს მიაწვდის. “თუ დადასტურდება გადაცდომების ფაქტი, ამაზე შს სამინისტრო მოახდენს რეაგირებას. მე არ ვიცი ამ ადამიანებმა რა თქვეს, მაგრამ ძალიან ლოგიკური შეკითხვა მაქვს - ჩვენ შევისწავლით ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით და ვიდეოების საფუძველზე, ჰქონდა თუ არა ადგილი რამე გადაცდომას, თუმცა ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ ვიღაცის უფლებები დაარღვიეს, ვიღაცას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თუ არ გვითხრეს ვინ არიან პოტენციური მსხვერპლები, როგორ გამოვიძიოთ? ჩვენამდე არანაირი დამამტკიცებელი მასალა არ მოსულა. ჩვენ მათ მტკიცებით ტვირთს კი არ ვადებთ, არამედ ვეუბნებით - მოგვიტანეთ მასალები, გვითხარით ვინ დაზარალდა, მოვიდეს ადამიანი, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, გამოვიკვლევთ, ობიექტურად შევაფასებთ და მოვახდენთ რეაგირებას“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|