მოკლედ დღეს იყო ფანტასტიური დღე. მოსაგონებლად დიდხანს გამყვება

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორ ადგილას ვიყავი და მინისტრის ბოდიშიც ამ დიდ გზაზე პატარა გამარჯვებაა
ყველაზე მართებული გადაწყვეტილება მიიღეს ორგანიზატორებმა - ყოჩაღ ბექას და ყოჩაღ ბაიას
მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლველად ვიყავით შემართულები 8 საათიანმა ფეხზე დგომამ, საჭმელის არ ქონამ, წყლის არ ქონამ, მთელი ჯანი წაიღო. აქცია რომ გაგვეგრძელებინა არ იქნებოდა რაციონალური გადაწყვეტილება. ფიზიკური დაპირისპირების დიდი რისკიც იყო.
ძალიან ბევრი გოგო და პატარა ბავშვი იდგა ჩვენ მხარეს და სისხლმოწყურებული ორკებისგან განსხვავებით ვზრუნავთ ადამიანებზე

დიდი მადლობა პოლიციას, რომელმაც დღეს ნამდვილად შეასრულა თავისი მოვალეობა
ძალიან მაგარი პატრული გვყავს. ვისაც ვესაუბრეთ ყველა ადამიანურად გვერდში გვედგა და საინტერესო საუბრები გამოგვდიოდა
ყველაზე სამწუხაროდ ალბათ ისაა რომ ამ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს მოწონს აგრესიაში და სიბნელეში ცხოვრება (ზემოთა კომენტარების ნახვაც საკმარისია). სამოქალაქო ომისთვისაც კი მზად არიან. გონიათ რომ ამ აგრესიით ქვეყანას ემსახურებიან, არადა პირიქით

აგრესია გაუნათლებლობამ და ჩარჩოებმა იცის. დაანგრიეთ ჩარჩოები და გათავისუფლდით.
ამ მშვიდობიან ნოტზე გემშვიდობებით
ხვალ ორშაბათია და ბიუჯეტი ელის გადასახადებს

მპუაჰ