ცვეტში ბაზარია.
მეამაყება ჩემი ქვეყანა.
სომხეთ-რუსეთ-აზერბაიჯან-თურქეთ-არაბული ქვეყნების სასტავში, პლუს ჩრდილო კავკასიის და სეპარატისტი თვითგამოცხადებულების ფონზე ჩვენ ვართ ჰოლანდია, ავსტრია, ინგლისი, საფრანგეთი, თვით ცივილიზაცია და კულტურა. ქვეყანა რომელსაც შეუძლია თავისი სოციუმით, მენტალობით, თანამედროვე კულტურით, სახელმწიფოს და საზოგადოებრივი შეგნების შენებით მაგალითი მისცეს მთელს რეგიონს.
ეს ჩვენ შევძელით.
პატარა ურესურსო ნახევრად დაპყრობილმა ქვეყანამ.
ამაში წვლილი მიუძღვის მიშასაც და ქოცებსაც (ნუ დაგავიწყდებათ, ყველანი ქართველები ვართ).
ყველას შურს ჩვენი რეგიონში და ზედ დამატებული რუსებსაც, დანარჩენი მსოფლიო ვინც გვიცნობს (და უკვე ბევრი გვიცნობს) აღფრთოვანებით გვიყურებენ.
არ ვაჭარბებ, ესეა ნაღდად

წინ, საქართველო! როგორ იტყოდა დიდი ბელადი.
პ.ს. მთელი რეგიონი სუხიშვილებს ცეკვებს პარავს, ქურდბაცაცები მაგნები. განსაკუთრებით ირანელები. მაგათ არასდროს ჰქონიათ ისეთი ცეკვები სადაც ქალი და კაცი ერთად ცეკვავენ სცენაზე. მიხარია რომ ის ქვეყანა, რომლის კულტურის გავლენის ქვეშაც ჩვენ ვიყავით, ახლა პირიქით ჩვენი გავლენის ქვეშაა, მაგრამ ეს ქურდობას არ ამართლებს. დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი