პარალელურ თემაში დავწერე, მაგრამ იმდენი თემაა ფაქტიურად ერთი და იგივე საკითხზე რომ ყველგან უნდა დავაკოპირო, სხვა გზა არ არის

:
"ერთ-ერთმა ლიდერმა (მგონი სუბელიანია), რომელიც ასევე გულგატეხილი იყო, მნიშვნელოვანი რამ თქვა - რომ სამწუხაროდ მოხდა ამ დიდი და გამორჩეული აქციის, რომელიც თავისუფლების იდეისთვის შეიყარა და სისტემის ცვლილება სურდა, მიზნების დავიწროვება ფაქტიურად ორ საკითხამდე ნარკო პოლიტიკის შერბილება და პოლიციის გადაცდომების გამოძიება...!
მესმის მისი (და სხვების) გულისტკივილი, მაგრამ მინდა ვუთხრა (თუ გნებავთ რჩევად მიიღეთ) რომ ეს მიდგომა არასწორია, არა რაციონალური - უნდა განვასხვავოთ ოცნება და გეგმა რომელიც ქმედების რიგია ამ ოცნების მისაღწევად.
თავისუფლების იდეა ოცნებაა, სიტემის ცვლილება ქმედებათა უწყვეტი, მუდმივი პროცესი.
რას ელოდებოდით ამ აქციით? - რომ ვირაც გამოვიდოდა იტყოდა რომ სისტემას ხვალიდან შევცვლით და შეცვლიდნენ...?! smile.gif - რათქმაუნდა ასე არ მოხდება და არც უნდა მოხდეს!
სისტემა კულტურაა, კულტურა ერთი ხელის დარტყმით ან ერთი ქმედებით არ იცვლება, არც მხოლოდ იდეა ყოფნის - მის ცვლილებას ქმედებების უწყვეტი რიგი სჭირდება.
თქვენ აქცია გქონდათ და თუ ეს ჩვენს ქვეყანას დაეხმარება თუნდაც უფრო კულტურული ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებაში ჩათვალეთ რომ დიდი ცვლილება შეიტანეთ სისტემაში და ამ აქციის სულისკვეთებას ტყუილად არ ჩაუვლია.
მაგრამ თუ თქვენ უფრო მეტი გინდათ, მაშინ უნდა იფიქროთ სხვა კონკრეტულ მიზნებზეც და ქმედებებზე, საზოგადოების სხვა ფენებთან სოლიდარობაზე - რაც უკვე გულისხმობს პოლიტიკას, აქდან გამომდინარე თქვენ მოგიწევთ საკუთარ პოლიტიკურ არჩევანში გარკვევა/ჩამოყალიბება.
ნუ იჩქარებთ, იფიქრეთ - ეს ის შემთხვევაა როცა მოჩქარეს მოუგვიანდება smile.gif "
მთავარია გაგება!!! აბა ისე ხომ ამ ქვეყნად ყველაფერი ფარდობითია... :)