
"სრულიად მოსალოდნელიც არის ასეთ დროს ის, რომ ბოროტების მანქანა ტყუილების გავრცელებას იწყებს ადამიანზე, რომელიც სიმართლისთვის იბრძვის.
მეამაყება თითოეული წუთი, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვაზე მუშაობას მივუძღვენი. მათ შორის იყო პრობაციის სააგენტოსა და შემდეგ იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პერიოდი. 21 წლის ასაკში, ვიყავი ერთ-ერთი პირველი სოციალური მუშაკი მართლმსაჯულების სისტემაში და ჩემს კოლეგებთან ერთად სისტემის გაადამიანურებას შევუდექი. დავიწყეთ განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, რომლის დახმარებითაც ბავშვებს სასჯელის მოხდის ნაცვლად, ეძლეოდათ შანსი, თავად აეღოთ საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობა, შესულიყვნენ დაზარალებულის მდგომარეობაში, გამოესწორებინათ ზიანი და სრულფასოვნად გაეგრძელებინათ ცხოვრება. ეს მხოლოდ ნაწილი (თუმცა უმნიშვნელოვანესი ნაწილი) იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმისა, რომელზე მუშაობაც შემდეგ თამაზთან ერთად იუსტიციის სამინისტროში გავაგრძელე. ჩვენს საქმიანობას და უშუალოდ ჩვენს ჩართულობას მასში, უმაღლესი შეფასება ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ეს არის ის, რამაც 1000-ზე მეტი ბავშვი აარიდა ციხეს და რითაც დღემდე იწონებს თავს ჩვენი მთავრობა.
ხოდა, თუ კიდევ რჩება ვინმეს კითხვა იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებდი 2012 წლამდე, ამ პოსტის იქით, ნ.ფერაძის პასუხიც მიაგუგლოს"