nadalisარაფერი გარკვევით არ უწერია.
ძაან საეჭვოა 3 - 4 დაგვიანებაზე ამხელა ჯარიმა დააკისრონ.
თუ ასეა შეეძლო ეჩივლა სადაც საჭიროა
ვივუს.გე არის საერთაშორისო კომპანია და ყველაზე სანდოა ქართულ ბაზარზე
რომ ყოფილიყო რომელიმე სხვა მიკროსაფინანსო კომპანია ქართველების მიერ გახსნილი კიდე ხოო.
აგერ არის პირობები
https://www.vivus.ge/rogor-avigo/xelshekruleba/დავების გადაწყვეტა
12.1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმებით.
12.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე.
12.3 მხარეთა მიერ ხელშეკრულების შესრულების ადგილად განსაზღვრულია ქ. თბილისი.
ხელშეკრულების ცვლილება და შეწყვეტა
9.1 გამსესხებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები სესხის ხელშეკრულებაში (მათ შორის კანონმდებლობით განსაზღვრული ცვლილებების შემთხვევაში ცალმხრივად შეცვალოს საპროცენტო განაკვეთი ან ნებისმიერი საკომისიო) ცვლილების შესახებ გამსესხებელი მსესხებელს შეატყობინებს ცვლილების ძალაში შესვლამდე 1 (ერთი) თვით ადრე ელექტრონული საშუალებებით (ელ ფოსტა, sms) შეტყობინების გაგზავნის გზით. მომხმარებელი უფლებამოსილია, აღნიშნული ცვლილების გაცნობიდან 10 დღის ვადაში ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების გზით ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ ისარგებლებს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებით, გამსესხებლის მიერ შეთავაზებული ცვლილებები ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად მითითებული პერიოდიდან.
9.2 გამსესხებელს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:
ა) მსესხებელი აგვიანებს გადახდას 15 დღეზე მეტ ხანს;
ბ) გამსესხებლისათვის ცნობილი ხდება, რომ მსესხებლის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, რომლის შესაბამისად მსესხებელს შესაძლებელია დაეკისროს მატერიალური ხასიათის ვალდებულება, რომლის მოცულობაც აღემატება გაცემული სესხის თანხას, ან მსესხებელი მოხვდა მოვალეთა რეესტრში და მისი ვალი აღემატება სესხის თანხას ან/და მსესხებელი დაპატიმრებულია;
გ) გამსესხებლისათვის ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულების დადებისას მსესხებელმა მას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია;
დ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მსესხებელს არ გააჩნია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის საჭირო ფინანსური სახსრები.
9.3 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია პირველი მოთხოვნისთანავე გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი თანხა, დარიცხული პროცენტისა და არსებობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ჩათვლით.
9.4 მსესხებელი უფლებამოსილია ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გადახდის გარეშე ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია, სრულად გადაიხადოს სესხის ნარჩენი ძირი თანხა და დარიცხული საპროცენტო სარგებელი სესხის სარგებლობის პერიოდის პროპორციულად.
Vivus.ge საერთაშორისო მიკროსაფინანსო კომპანიაა, რომელმაც ნდობა ევროპის უამრავ ქვეყანაში მოიპოვა, მათ შორის ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ფინეთში, დანიასა და შვედეთში.
This post has been edited by gig@@@ on 22 May 2018, 00:06