რას ამბობ. . . . ?
ეს ლექსი ხალხურია და მსოფლიო შედევრია.
წამაველ სანადიროთა,
ჯიხვებს დავუწყებ ჭერასა;
შამავხვდი დევებისასა
ვაივაგლახსა, მღერასა.
ახალ-ზალ მაუყვანავის,
აქორწილებდეს ბერასა,
მეაც იქ დამიპატიჟეს,
უყურეთ ბედისწერასა!
მავიდნენ ახალ-უხლები,
ზოგ მე დამიწყებს ბღვერასა:
«ეს საითა-ღ ვინ მასთარეთ,
ჩვენებსავით რომ ვერ ასა!»
მასპინძელ გაუჯავრდების:
«ქორწილ უხარის ყველასა!»
ერთ რაიმ რქიან მავიდა,
კუდი ღბავ როგორც მელასა,
თვალ უზის შუა შუბლშია,
საცრის ოდენ კი ვერ ასა,
მეორე _ კეფაში უზის,
უკენისკენაც ხენავსა.
იქ რაიც ჭურჭლებ ჩამადგეს,
აქ მე ვერ ვათქმევ ენასა.
«დი-დიდებ ყანწებ მაგვართვი!» _
ეძახდეს მამასწვერასა:
«შაუნდნას ჩამავლეული,
ვინც რომ დააკლდა ბერასა!
მაიღით სამამკვეთროი,
ვერ ხკმარობს მამლაყვერასა!»
ერთ ჯიხვის რქა კი გადასვა,
ვხედავ: გუნებას ვერ ასა,
გადაიწურნა ჭურჭელნი,
დაცალნა, დახკრა კერასა;
შამახკრა ჭიბიხოელმა:
«ეხლა გიტირებ ყველასა!»
«დახკარით! _ მაყრებ იძახან, _
ჭერნ აუყუდნათ ბერასა!»
მე რო მაგათ შუღლს შავესწარ,
მაგათ ფარ-ხმლების ჟღერასა,
ერთურცისაკე ზიდილსა,
მაგათ ქურების ბერვასა!
«რაიც რომ შასვით, შაშჭამეთ,
ცეცხლად მაგიქცევთ ყველასა!»
დადგა ქალების წკმუტუნი,
ვერ ვიჭერთ მამასწვერასა.
ერთ რამამ სახნის მაიღა,
ჩადვა ღველფში და ღბერავსა,
სხვამ დასცა წიხლი ამ დროსა,
თავ შაუგლივა კერასა.
ხანჯალთ დაიწყეს პრიალი,
ბებერსაც გვიკვლენ პელასა.
მე კი საკვმისას გამავძვერ,
დევებს ვეკვლევი ვერასა...
ეგ _ თქვენი გამარჯვებისა!
სრუ მართალს ვამბობ ყველასა!
რამდენჯერაც წავიკითხავ, იმდენჯერ გული სინათლით მევსება.

ეს უკვე ვაჟაა, იგივე თემაზე. . . .
ცოტა უფრო სევდიანია, მაგრამ ნაკლები არც ეს არის. . . .
ღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა,
მთებს მოედრიკათ თავიო.
ტყეს გასდიოდა ფოთოლი,
ზღვა ბობოქარობს შავიო.
დევებსა აქვის ქორწილი,
დიდი დარბაზი ზრიალებს.
მეც დამპატიჟეს, შევედი,
რა მქისე სუნი ტრიალებს?!
სამ პირად ცეცხლი დაენთოთ,
ზედ სამი ქვაბი შხიოდა,
სტუმრების წინა ხონჩებზედ
კაცის თავ-ფეხი დიოდა.
უკვენას ყურეშიითა
კვნესის ხმა გამოდიოდა:
“ძმის ხორცი როგორა ვსჭამო?!”
ყმა ვინმე გამოჰკიოდა.
უსმელ-უჭმელად გავსძეხი,
ყელშიაც ამომდიოდა.