#52800463 · 29 May 2018, 13:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რელიგია უკვე დაშორებულია ერთდ დროს საჭირო ფუნქციას.
რელიგია არის სოციალური ინსტიტუტი, ხოდა მოდი ავხსნი რას ნიშნავს ცნება ინსტიტუტი__ეს არის სოციალური მოთხოვნილებიდან გამომდინარე სოციალური როლების (მოსალოდნელი ქცევების) და სოციალური სტატუსების (პოზიცია საზოგადოებაში იგივე როლების ერთობლიობა) სისტემა. ხოდა რა საჭიროებებმა შექმნა რელიგია? 1. სამყაროზე წარმოდგენის შექმნა; 2. ეგზისტეციალური საკითხის გადაწყვეტა(რა დანიშნულება აქვს სიცოცხლეს და ინდივიდის როლს საზოგადოებაში) 3. მორალის ნორმების განსამტკიცება; 4. საზოგადოების მართვა; 5. სიკვდილის შიშის დასაძლევად და გარდაცვლილთა მოსახსენიებელი რიტუალის ორგანიზება;
ყველა ეს მოთხოვნილება სხვა ინსტიტუტებმა წარმატებით შეითავსა: 1. სამყაროზე წარმოდგენას გვიქმნის მეცნიერება 2. სიცოცხლის რაობაზე ამომწურავ პასუხებს გვაძლევს ფილოსფია და ლიტერატურა 3. მორალის ნომრმებს ამტკიცებს კანონდმებლობა; 4. საზოგადოებას მართავს პოლიტიკური სისტემა 5. სიკვიდლის შიშს ძლევს რაციონალური გონება
გამოდის რომ, რელიგია უფუნქციოდ არის თანამედროვე საზოგადოებაში, ის არის ისტორიული ატავიზმი, ისეთივე რუდიმენტი, როგორც თანდაყოლი კუდი ან დამატებითი ძუძუს დრვილი. მაგრამ მაინც რელიგია ძლიერია, ისეთივე ძლიერი როგორც წარსულში (მესამე სამყაროს ვგულისხმობ) ამის მიზეზია გაჭირვება, განათლების არახელმისაწვდომობა, რომელიც დასავლურ დემოკრატიას გარყვნილებად განიხილავს, ხოლო შუასაუკუნოვან ფეოდალურ მორჩილებას კი წესრიგს!!
მესამე სამყაროს რელიგია ბედავს მეცნიერებასთან კამათსაც, სრული გაუნათლებლობით განიხილავს ფიზიკის წამყვან თეორიებს და უპირისპირებს კრეაციონიზმის ბიბლიურ ბოდვას, ბრიყვული უმეცრებით დასცინის დარვინიზმს და მართლაც მაიმუნისებრი თვითკმაყოფილებით დასცინის მაიმუნისგან წარმოშობილ ადამიანს. მაშინ როცა რომის პაპი (ანუ დასავლური სამყაროს რელიგია) განიხილავს სხვა სამყაროს ცივილიზაციებთან შეხვედრის შესაძლებლობას და სრულიად აღიარებს, ან ენდობა მეცნიერების მტკიცებებს, მართლმადიდებლური წვერიანობა ბედავს და ჭეშმარიტებაზე პრეტენზიას აცხადებს.
ჩემი აზრით, იყო რელიგიური და განსაკუთრებით იყო მართლმადიდებელი არის პირდაპირი პრეზენტაცია პიროვნების რაციონალური გონების კომპრომისის, დათმობა ჯგუფური ზეწოლის სასარგებლოდ, ეს არის მხდალი ან ზარმაცი გონების პოზიცია, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს კეთილშობილებასთან, ან საზოგადოებრივ სიქველესთან. იყო რელიგიური სირცხვილია, ხოლო იყო მართლმადიდებელი კი დანაშაული!
This post has been edited by mepar on 29 May 2018, 13:26
--------------------
ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო! გამოიწერე:https://www.youtube.com/@VeritaForYou
|