დაიკიდეთ რა ეს არჩევნები.
აგერ
10-ში ჩვენი რაგბისტები იტალიაში პრინციპული მატჩი აქვთ.
11-ში წლის ბოლო ბაშო იწყება
მერე ფეხბურთია (ერთა თასზე)
მერე იაპონიაში ყველაზე პრესტიHUლი ტურნირი იწყება ძიუდოში. (გრან პრის შორის)
დაისვენეთ და გაერთვეთ

ტოჩინოშინის სუპერ-შანსი - ბაშოს ორი მთავარი ფავორიტი გამოაკლდა!
11 ნოემბერს კიუშუს ბაშო იწყება
იოკოძუნა ჰაკუჰო და იოკოძუნა კაკურიუ ბაშოზე ვერ იჭიდავებენ
კუნძულ კიუშუზე ფუკუოკას დარბაზ "კოკუსაიში" წლის უკანასკნელი სუპერტურნირი იწყება. კიუშუს ბაშო 11-ში იწყება და 25 ნოემბერს სრულდება. ბაშოსთვის ემზადება ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელიც ახლახან ბაშოს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გახდა.
დღეს ორმა დიდმა ჩემპიონმა გამოაცხადა, რომ ტრავმის გამო გამოტოვებს წლის უკანასკნელ ბაშოს - 41-გზის ჩემპიონმა ჰაკუჰომ და იოკოძუნა კაკურიუმ.
ასე რომ, ბაშოს ორი უმთავრესი ფავორიტი ჩამოშორდა. რაც შეეხება მესამე იოკოძუნა კისენოსატოს. ის ისედაც არ მიიჩნევა ფავორიტად, სექტემბერში კი სულაც კარიერის დასრულების საფრთხის წინაშე იდგა.
ასე რომ, ბაშოს მთავარი ფავორიტები ოძეკები გახდნენ: ტოჩინოშინი, ტაკაიასუ და გოეიდო.
ნოემბრის ბაშოზე ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქის ვინაობა 9 ნოემბერს გაირკვევა.
საინტერესო ფაქტები
► 2018 წელს 5 ბაშოზე ჯამში ყველაზე მეტი გამარჯვება ტოჩინოშინსა და კაკურიუს აქვთ - 51-51, თუმცა წლის "ჩემპიონობისთვის" ბრძოლას მონღოლი იოკოძუნა ჩამოშორდა.
► ტოჩინოშინი 2018 წელს: იანვარი - 14-1 (იმპერატორის თასი, ტექნიკური რიკიშისა და ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზები), მარტი - 10-5 (ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი), მაისი - 13-2 (ვიცე-ჩემპიონი, ტექნიკური რიკიშისა და მებრძოლი სულის პრიზები), ივლისი - 5-2-8 (ტრავმა), სექტემბერი - 9-6.
► თუკი ტოჩინოშინი ნოემბრის ბაშოს მოიგებს, ის 2003 წლის მერე პირველი ოძეკი გახდება, ვინც კიუშუს ბაშოზე იმპერატორის თასს მოიპოვებს. მაშინ ეს ტოჩიაძუმამ შეძლო.
► ნოემბრის ბაშოზე გამარჯვების შემთხვევაში, ტოჩინოშინი იანვარში იოკოძუნობის კანდიდატი გახდება.ვუვურვოთ ბაშოს მოგება ჩვენ ლომკაცას!!!
This post has been edited by Lаki on 8 Nov 2018, 20:48
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3