
ტოჩინოშინი 2018 წლის საუკეთესო რიკიში გახდა
ავტორი კახა მიხანაშვილი 26/11/2018 10 ნახვა
ტოჩინოშინი 2018 წლის საუკეთესო რიკიში გახდა
ქართველმა ოძეკმა ლევან გორგოძემ მიმდინარე წელი ბრწყინვალედ ჩაატარა. 2018 წლის განმავლობაში მოპოვებული ყველაზე მეტი გამარჯვების გამო იგი სუმოს ასოციაციამ სპეციალური თასით დააჯილდოვა.
წელს ტრადიციულად სულ ექვსი ბაშო ჩატარდა.
წლის პირველ ჰაცუ ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ოუშო მოიპოვა და იმპერატორის თასს დაეუფლა.
სულ კი 2018 წელს ლევან გორგაძემ ჯამში 81 ბრძოლა გამართა და აქედან 59 თავის სასარგებლოდ დაასრულა.
ამ მაჩვენებლით ტოჩინიშინი წლის საუკეთესო რიკიში გახდა. მან უკან ისეთი სეკიტორები ჩამოიცილა, როგორიც ლეგენდარული მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო და მისი თანამემამულე იოკოძუნა კაკურიუ არიან.
ჩვენი ლომი, ვეფხვი და სპილო ერტად <3