კაროჩე ხალხო რა
ერთადერთი ადამიანია რომლის ხასიათიდან , დისციპლინიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე ვამაყობ რომ მეც ქართველი ვარ.
ეგეთი არაფერი არ მინახავს და არ გამიგია.
მხოლოდ ის ხომ არ არის, რომ სპორტია, და ამ სპორტში აშკარა ფავორიტია.
მხოლოდ ის ხომ არ არის რომ ქართველი იაპონურ საზოგადოებაში დიდი სახელით სარგებლობს.
ფაქტი არის ის, რომ გაუტეხავია.
მოკლედ, ყოველ ჯერზე როცა ვუყურებ (თვითონ ბრძოლის გარდა, ისტორიას, ინტერვიუებს) თვალზე ცრემლი მადგება ამხელა კაცს.
ეს რა მაგარი ვინმეა ტო , ქართული სული და სიმტკიცე, სიჯიუტე კარგ ჭრილში და დაუღალავი შრომა – და ნაზავი იაპონური კულტურის, თავაზიანობის და მოკრძალებულობის...
მოკლედ, არასდროს არ მქონია სურვილი , მაგრამ აქ რომ/თუ ჩამოვა – აეროპორტში მეც აუცილებლად წავალ დასახვედრად/მოსალოცად

p.s. რაღაცნაირად არც აქვს მნიშვნელობა მოიგებს თუ არა. ვხედავ რომ მოიგებს.
უბრალოდ ვხვდები სუმო და სუმოისტები რატომაა ასეთი პოპულარული ედოს პერიოდიდან და რატომ არიან ასეთ პატივისცემაში.
This post has been edited by Link on 22 May 2019, 12:46