და შენ გგონია აქ სხვანაირადაა?
შენ თუ ჯარისკაცი ხარ და უკანონო ბრძანებას შეასრულებ, შენც აგებ პასუხს.
რაც შეეხება ძალოვანების, სამართალდამცავების და ჯარის გაფიცვას ...
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1483577ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი
ნაწილი III
მუხლი 8
1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ უზრუნველყონ:
a) თითოეული ადამიანის უფლება თავისი ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გასავითარებლად და დასაცავად, შექმნან პროფესიული კავშირები და შევიდეს ასეთ კავშირებში თავისი არჩევანით და ორგანიზაციის შესაბამისი წესების თანახმად. აღნიშნული უფლების გამოყენება არ ექვემდებარება არავითარ შეზღუდვას იმ შეზღუდვების გარდა, რომლებიც გათვალისწინებული კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისათვის და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად;
b) პროფესიული კავშირების უფლებაა შექმნან ეროვნული ფედერაციები და კონფედერაციები და ამ უკანასკნელთა უფლება შექმნან საერთაშორისო პროფესიუილი ორგანიზაციები ან შეუერთდნენ მათ;
c) პროფესიული კავშირების უფლებაა იმოქმედონ თავისუფლად, რაიმე შეზღუდვის გარეშე, იმ შეზღუდვების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისათვის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად;
d) გაფიცვების უფლება იმ პირობით, რომ ეს უკანასკენლი განხორციელდება კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ეს მუხლი არ ეწინააღმდეგება კანონის შესაბამისად ამ უფლების გამოყენების შეზღუდვას იმ პირთათვის, რომლებიც იმყოფებიან შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის შემადგენლობაში.