zamzumiთქვენი პოსტი ახლა ვნახე.
თქვენ საბოდიშო არაფერი დაგიწერიათ, ისევე, როგორც მე - უტაქტობა.
არ ვიცი თქვენ რა ასაკის ბრძანდებით. ხართ, თუ არა იმ პერიპეტიების
მომსწრე? მე დავწერე ის, რაც მართლა ხდებოდა.
ჯერ კიდევ მატჩის მსვლელობისას დაიწყეს მაიას ლანძღვა. ხოლო მისი
გამარჯვების შემდეგ რაღას არ აბრალებდნენ.
სხვათაშორის, პრესამაც და TV-ც ერთგვარად შეუწყო ხელი ამ სიტუაციას.
მატჩი იმართებოდა ბიჭვინთაში. იმ დღეს ყველანი ველოდებოდით საბოლოო
შედეგს. "ვრემიამ' გამოაცხადა, რომ მაიამ გაიმარჯვა. მიულოცეს და მისი ფოტოც
აჩვენეს მაყურებელს.
გათავდა "ვრემია" და ჩვენმა TV სიტყვაც არ თქვა. რაღაც გადაცემა ჩართეს და მხოლოდ
მისი დამთავრების შემდეგ მოგვაწოდეს ინფორმაცია ახალი ჩემპიონის შესახებ (ყოველგვარი
ფოტოს გარეშე).
ძალიან კარგად მესმის, რომ ნონა გაფრინდაშვილი ყველას კერპი იყო, მაგრამ 17(!) წლის მაია, რომელმაც
ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, თავად ნონა გაფრინდაშვილი დაამარცხა, რატომ არ უნდა წარედგინათ
სათანადოთ? არ იყო ეს მართებული. ცხადია, ჩემი აზრით.
შემდგომ მოვლენებზე ზემოთ დავწერე.
ცნობილი ლათინური გამოთქმა, იუპიტერისა და ხარის შესახებ, რომ
"გადმოვაქართულოდ" მოვიღებთ - ის, რაც ეპატიება ნონას, არ ეპატიება მაიას.
vita brevis...