meruemiახლა ამწუთას იმდენი დრო არ მაქვს რომ საფუძვლიანად გიპასუხო.
"პრას" ვუწოდებ თუ "პროს" - ეგ 100-ე ხარისხოვანია. ამაზე გამოკიდება არ ღირს. რუსული როგორაა "პროტო" -? პრო რუსებს თავად შემოტანილი აქვთ ენაში.
შემდეგ:
რა პროფესიის ხარ არ ვიცი, მაგრამ რა პროფესიისაც უნდა იყო -განზოგადებული აზროვნება, კონცეპტუალური აზროვნება -ზოგადად ნებისმიერ მიმართულებაში პროფესიონალიზმის მაჩვენებელია. ვგულისხმობ როგორც საბუნებისმეტყველო და ზუსტ (გამოთვლით) ასევე გონისმეცნიერებებს.
შესაბამისად- მე დიალოგი შემიძლია ვაწარმოო ადამიანთან, რომელიც აზროვნებაში ფლობს დედუცირების უნარს. დიფერენცირებული ფაქტებისა და მოვლენების ერთდროულობის განცდა-გააზრებას დინამიკაში: საერთო და უცვლელი ნიშნის (ნიშნების) ევოლუციის გამჭოლ!
მითუფრო, ასეთი ტიპის აზროვნების გარეშე აქსიოლოგიურ მეცნიერებებში, როგორიცაა მაგ. კულტუროლოგია - ვერავითარ ღირებულ მეცნიერულ ტენდენციას ვერ შექმნი და პაზლის ფრაგმენტების წინაშე აღმოჩნდები, ანუ იმის წინაშე რაც შენმა ფრაგმენტულმა ცნობიერებამ მოგცა: ცალკეული ფაქტები -როგორც ნივთმტკიცებულებები, იმ მოვლენისა, რის შესახებაც არაფერი იცი. და ამიტომ არ იცი ეს მტკიცებულებები რის მტკიცებულებებია. ვინ"მოიტანა" და "დადო " ამა თუ იმ ადგილას. არ იცი რა მოხდა.
ამიტომ - ვინ ხრ შენ და რა ტიპის ცნობიერება გაქვს - სამყაროს და კულტურის სამყაროს იმ სურათს ააგებ.
შესაბამისად - მე მეცნიერების (არქეოლოგიის და სხვ.) მონაპოვარს კი არ ვუარყოფ, არამედ პირიქით - ვღებულობ ყველანაირ მონაპოვარს. ვითვალისწინებ ყველა დასკვნას - მცდარსაც და მეტ-ნაკლებად სიმართლის მარცვლის შემცველსაც (ხოლო სიმართლის მარცვალი არის ის, რაც კვალზე გაგიყვანს), რათა რაც შეილება მეტი მონაცემი მქონდეს კვლევისათვის.
მე მკვლევარი ვარ. ცნობიერებისა და კულტურისცნობიერების მკვლევარი. და სათანადო აკადემიური განათლებაც მაქვს, პროფესიონალიზმიც და გარკვეული გამოცდილებაც რომ ვიცოდე რა არის ფრაგმენტული აზროვნება, კალეიდოსკოპური აზროვნება, ინფორმატიული აზროვნება,სტატისტიკურ-გამოთვლით მეთოდზე დამყარებული საბუნებისმეტყველო, აქსიოლოგიური რიგის მოვლენთა და საკუთრივ გნოსეოლოგიურ ფენომენზე ორიენტირებული აზროვნების ტიპები.
შესაბამისად - დიალოგში შევალ მხოლოდ ტოლფასოვან აზროვნებასთან ან თავისუფალ აზროვნებასთან, რომლისთვისაც ბუნებრივია ფაქტობრივი მონაცემების ანალიზის და სინთეზის უნარი და მთლიანობის წარმოდგენა, შესაბამისი დაშვებებით და შემდგომ დაშვებების განმტკიცებით ან მოხსნით -გარკვეულ რწმუნებულებათა მოპოვების საფუძველზე.
....................
"კამათის" თემას რაც შეეხება -როცა პირველ საკაცობრიო ინდურ კულტურაზეა საუბარი, თქვენ აქ არ უნდა იგულისხმოთ არათუ ბუდა, არამედ არც ვედებისარც იოგას და არც სანკჰია ფილოსოფიის ეპოქა. არც ინდუიზმი და არც ბრაჰმანიზმი. აქ საქმე ეხება ცნობიერების სრულიად განსხვავებულ მდგომარეობას და ადამიანის ყოფიერების იმგვარ ფორმებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ "ამუშავებდნენ" მინერალურ სამყაროს. და შესაბამისად არ არსებობს , არც შეიძლება არსებობდეს რაიმე სახის ნივთმტკიცებულებები ამ კულტურცნობიერების შესახებ. მეტიც - ამ კულტურაში დროის განცდაც არ არსებობდა.
დრო დაიწყო "ზარატუსტრას კულტურაში", როდესაც ადამიანის ცნობიერებამ აღიქვა ჩრდილი, და შესაბამისად მზე. აღიქვა დედამიწა და შესაბამისად ზეცა. აღიქვა ბოროტება და შესაბამისად -სიკეთე. ასეთი იყო II -ძველთუძველესი სპარსული კულტურა, რომელშიც არც მაზდეანობა იგულისხმება და არც სუფიზმი.
ეგ ყველაფერი ასე ვთქვათ უკვე არსებული და დიდი ხნის წინ ჩავლილი კულტურების "ნაჭუჭებია" რომელთა ფორმით შეგვიძლია ვიმსჯელოთ შიგთავსზე

ხოლო ეგვიპტე - გუშინწინდელი დღეა, ისევე როგორც ბერძნულ-რომაული კულტურა - გუშინდელი, ხოლო ევროპული კულტურა - დღვანდელობა.
აქ დავასრულებ თუ შევწყვეტ თქვენი ნებართვით. ორივე დასრულების ფორმაა
This post has been edited by annavita on 31 May 2018, 16:16
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო