რიყეზე, შესაძლოა, ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმი გაიხსნას
თბილისში, შესაძლოა, ღვინის მუზეუმი აშენდეს, რომელში, როგორც ქართულ ღვინო და მასთან დაკავშირებული არტეფაქტები, ასევე ქართული სამზარეულო იქნება წამოდგენილი.
როგორც პროექტის ხელმძღვანელი მაია ჩადუნელი განმარტავს, მუზეუმის ასაშენებლად თანხების 50% უკვე მოზიდულია და როგორც კი დარჩენილი თანხების მოზიდვა მოხერხდება, პროექტი წელიწადნახევარში განხორციელდება.
"შარშან მსოფლიომ გვაღიარა, რომ ჩვენ მსოფლიოში პირველი ადამიანები ვართ, ვინც ღვინო გავაკეთეთ, მისი ქვევრში დაყენების მეთოდი კი "იუნესკოს" არამატერიალური ძეგლების ნუსხაშია შეტანილი, ჩვენი ღვინო 8 000 წლისაა და ამიტომ გადავწყვიტეთ, მუზეუმი ქვევრის ფორმის იყოს და გვინდა, რომ ის მსოფლიოს გავაცნოთ და საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდეს", - აღნიშნა მაია ჩადუნელმა.
პროექტის ხელმძღვანელის თქმით, მუზეუმის პირველ სართულზე განთავსდება მარნები, მულტიმედიური სივრცე, არტეფაქტები, საქართველოს დიდი სენსორული რუკა, რომელზეც შესაბამისი ადგილმდებარეობის არჩევის შემდეგ გამოჩნდება მეღვინე და კონკრეტული მიკროზონის ღვინისა და ყურძნის შესახებ გვიამბობს.
"პირველ სართულზე იქნება სადეგუსტაციო დარბაზი და ღვინო გაიყიდება. ასევე, ღვინოზე ისაუბრებს თამადა, რომელიც ქართულ სადღეგრძელოებს ასწავლის. მომსახურე პერსონალი იქნება ნაციონალურ კოტუმებში ჩაცმული, შესასვლელში დაგვხვდება ქართული მრავალხმიანი პოლიფონია, ესეც "იუნესკოს" არამატერიალურ მემკვიდრეობაშია შესული. ყველაფერი ქართული პროდუქტის სახით იქნება ამ მუზეუმში წარმოდგენილი. ასევე განთავსდება სუვენირები, აუცილებლად იქნება თაფლის კუთხე, ჩურჩხელა, სანელებლები, განვათავსებთ ყველა ღვინოს, რაც კი საქართველოში იყიდება. იქვე, მეორე სართულზე, იქნება მასტერკლასების ადგილი, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს დააგემოვნოს, ასევე ისწავლოს ხაჭაპურის, ჩურჩხელის გაკეთება, პურის ცხობა. მესამე სართულზე გვექნება ქართული სამზარეულო, ავთენტური და ტრადიციული ქართული კერძებით", - განმარტავს მაია ჩადუნელი.
"პროექტი გათვლილია რიყეზე, რადგან იქვე ღვინის აღმართია, გარდა ამისა, რიყეზე ყარაჩოღლები სვამდნენ, ამბობდნენ სადღეგრძელოებს, იქვე ცეკვავდნენ კინტოები, ანუ ისტორიულად, მუზეუმის აქ აშენება გამართლებულია. შემდეგ, მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობის ხიდს, რომელიც არის მინის მჩატე კონსტრუქცია და ჩვენს შემთხვევაშიც იგივე სისტემა იქნება გამოყენებული, ასევე, იქვე არის დოქები ანუ ეს ადგილი არქიტექტურულად შეიკვრება, თან ძველი თბილისის ტერიტორიაა და ყველა მხრიდან გამოჩნდება და ეს საქართველოსთვის ძალიან კარგი პიარი იქნება. თუ რიყეზე არ გამოგვივიდა, მაშინ მოისაზრება თბილსის ზღვა ან მცხეთა, მაგრამ მცხეთის არა ისტორიულ ადგილას, სადაც სვეტიცხოველია, არამედ სხვა ადგილას, შეიძლება, არაგვის პირას, თუმცა ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეს იყოს რიყეზე", - განმარტა მაია ჩადუნელმა.
აბა ჰე ქოცები შეესიეთ და არ დაუშვათ მიშას კონცეფციის განვითარება



This post has been edited by kardinali100 on 30 May 2018, 11:43