გამორიცხულია რამე შეიცვალოს იმიტომ რომ ქართველებს გუნდურად მუშაობის უნარი არა აქვთ. რამდენიც ვართ, იმდენი აზრი, მოქმედება და ცალკე აღებული საქართველოა. ქართველებს მხოლოდ ერთი რამის წინააღმდეგ შეგვიძლია გაერთიანება - წესრიგის! ვერ ვიტანთ წესრიგს! საკმარისია კანონმა იკანონოს, წესრიგის დაცვის მცდელობა გაჩნდეს და იმ წამსვე იწყება ერთიანი ეროვნული უკმაყოფილება და ვიშვიში. სულ წვრილმანიდან - ქუჩაში ნაგვის დაყრიდან დაწყებული, დამთავრებული კანონის დაცვით ყველა მიმართულებაში.
ხელისუფლებაში მოსულმა იცის, რომ იქ დროებითაა. კარგად ხედავს როგორი ხალხი ყავს. ისიც ესმის, რომ წესრიგის დამყარების გარეშე შეუძლებელია რაიმეს შეცვლა და გაკეთება და ისიც იცის, რა მოყვება წესრიგის დამყარების მცდელობას. ამიტომაც ფიქრობს - ერთი ამათი დებილი დედაც ******ნ! სანამ შანსი მაქვს ვიშოვო რამე ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ამათგან მაინც არაფერი ხეირი არ იქნებაო და ძოვს. ხალხი კი მიშვებული ყავს და ვისც რა შეუძლია და გაუვა, იმას აშავებს. მოჩვენებითი წესრიგი არის იმისთვის, რომ სულ მთლად ქაოსში არ გადაიზარდოს ყველაფერი და ხალხმა ერთმანეთი ფეხებით არ დაკიდოს. რეალურ წესრიგს კი ამ ხალხში არავინ არ დაამყარებს იმიტომ, რომ ყველას "გვეტკინება" და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავთ ჩვენს "ჭაობს"!

საქართველო ჭაობია, სადაც ჭაობის ბინადრები ცხოვრობენ. ათასში ერთხელ შეიძლება გაიშალოს ლამაზი ყვავილი, მაგრამ დიდ ხანს არავინ არ გაახარებს. შეჭამენ.
This post has been edited by AraGviani on 31 May 2018, 12:57