#52816258 · 31 May 2018, 17:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kardinali100
| QUOTE | CetshwayokaMpande QUOTE
100 000 ოსი ცხოვრობდა ცხინვალის რეგიონის მიღმა დანარჩენ საქართველოში 1989 წელს ,
14 000 დარჩა 2014 -ის აღწერით, ეგეთი მიდგომის გამო ,
მავნედ დემაგოგობ---მაგ პერიოდში რამდენმა ქართველმა დატოვა საქართველო?---"ეგეთი მიდგომი"ს გამო დატოვეს ქართველებმა საქართველო?---ოსებია და წავიდნენ ღორუსეთ-ოსეთში პოსტსაბჭოთა პერიოდში ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ყველა ეთნოსში ერთნაირი პროცესები და მიგრაციები მოხდა და მიდიოდა.-წერტილი. |
გმადლობ კორექტულობისთვის)
არ ვდემაგოგობ ჩვენს არასწორ მიდგომაზე ვწერ. ის რასაც ეს ქალბატონი წერს არის შედეგი. 30-35 წლის წინ გორბაჩოვ-ლუკიანოვის მიერ წამოწყებული ავანტიურის ე.წ " ავტონომიზაციის გეგმის" . რაც გულისხმობდა სსრ-ში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკების ავტონომიური სუბიექტების სტატუსის ამაღლებას - გათანაბრებას მოკავშირე რესპუბლიკებთან (ასაკით დიდი ბრძანდებით გემახსოვრებათ) . ამ ავანტიურით გამოწვეულმა ეროვნული მოძრაოებების ტალღამ გადაუარა მთელ სსრკ-ს და დაანგრია საბჭოთა კავშრი.(ძირითადი მიზეზი ეს იყო)
აქაური ოსების უმრავლესობამ (რომლებიც სრულად იყვნენ ინტეგრირებული ქართულ გარემოში, მოგეხსენებათ ყველაზე მეტი შერეული ქორწინება მათთან ქონდათ ქართველებს და (ფოლკლორში )ანეგდოტებშიც კი არ ხდებოდა მათი ეთნიკური განსხვავება, ქართველი და ოსის მაგივრად , ოსი და კახელი ან მეგრელი პერსონაჟები გვყავდა. 1991 წლის 31 მარტის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მიიღო მონაწილეობა. (ჩემი მეუღლის დედაა ოსი, მან და მისმა მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა ამ რფერენდუმში და მათმა ნათესავებმაც)
როგორ გამოვიყენეთ საქართველოს მიმართ ლოიალურად განწყობილი ოსი ეროვნების მოქალაქები ? რა ადგილას დავაყენეთ ისენი საერთო სახელმწიფოს მშენებლობაში ? ან რა დავუპრისპირეთ კრემლისგან წახალისებულ ცხინვალელ და ჯაველ კომუნისტურ პარტ. აქტივის სეპარატიზმს? - იდიოტიზმი. ნაციონალიზმის მახინჯი ფორმა.
შედეგად ცხინვალის რეგიონის 65 ათასი ოსი (დღეს 30-35 ათასი) და 100 ათასი დანარჩენ საქართველოში მაცხოვრებელი(დღეს 14 385) სხვა მხარეს აღმოჩდა.
უფრო გონივრული მიდგომა რომ გვქონოდა, არა იდეალური, მაგრამ გაცილებით სხვა სურთი გვექნებოდა დღეს.
მეც ძალიან მაღიზიანებს კრემლის "სავოკური" პროპაგანდით აჟიტირებული ოსების აზრები, კავკასიის ქედს აქეთ კვაზი-სახელმწიფოს არსებობაზე ,მათი მომავლის ხედვა და მათი ქართველების მიმართ ქცევა ოკუპაციის ხაზთან. გამომდინარე იქედან რომ ქვეყნის გაერთიანების სურვილი/იდეა/ ძალა უფრო დღეგრძელია, ვიდრე რუსული "დერჟავნიკული" იდეა, აუცილებლად დადგება მომენტი როცა დავიბრუნებთ ამ მიწას. (ქართველების და ოსების ერთობლივი თანაცხოვრების ადგილს ) უბრალოდ ქვეყნის გაერთიანების გრძელ გზაზე , უნდა გვქონდეს "სწორი მიდგომები " და ყოველთვის მართლები უნდა ვიყოთ .
This post has been edited by CetshwayokaMpande on 31 May 2018, 17:08
|