
მე კი - ჯანდაბას ჩემი ბებერი თავი, თეთრი ნიფხვით პადიეზდს რო ხვეტავს ხოლმე, ყანდიაშვილი კოკა
ყოველთვის მომხრე ვარ რომ მოსახდენი მოხდეს, სადაც წვრილია იქ გაწყდეს.
მითუმეტეს როცა ისარი გასროლილია, კამათელი გაგორებულია, რუბიკონი გადალახულია ანუ ჩვენებურადა გლეხურადა - ურემი უკვე გადაყირავებულია, ახლა მთავარია გზა გამოჩნდეს!
რა ცვლილებები ვაჩვენეთ ქართულმა საზოგადოებამ 1991 წლის მერე, როცა ის ღვთის წყეული ნაზავი დაიშალა.
უარყოფითი:
- ვართ ცანცარები
- არა გვაქვს რეალობის განცდის თუ აღქმის უნარი
- ვერ ვახდენთ გვერდზე განდგომას რო მერე ცივი გონებით შევაფასოთ მოვლენები
- ვერ ან არ შევდივართ სხვის მდგომარეობაში
- საქართველოში დღესაც ძლიერია კლასობრივი დაყოფა, სადღაც ევროპაა ამ მხრივ მე-17-მე-18 საუკუნის მიჯნაზე
- ამ ბოლოდან გამომდინარე ვართ კლასიკური ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმის ჩანასახების აღმოცენების ეტაპზე გადასვლის პროცესში
- გამომდინარე არ არსებოს, არანაირი დემოკრატიული ინსტიტუტის ნასახიც კი: სასამართლო, მედია, კანონმდებელი თუ აღმასრულებელი ორგანოები.
ახლა რასაც ეგ სახელები ქვია, იყო, არის და ალბათ მომავალი 40-50 წელი იქნება იმ მომენტში მმართველი პარტიის ორდინალური დეპარტამენტები.
- ქალის უფლებები არის 0-ის ტოლი. ის ფაქტი რომ არსებობენ თურქული წარმოების ელასტიკებში გამოწყობილი მაროშკინები, მანჩი გიორგობიანები, დათო ოქიტაშვილები თუ ხათუნა ხოფერებიები, და ვიღაცას შეიძლება შთაბეჭდილება ექმნება რომ რიგით ქალს საქრთველოში საკაიფო და უძაანმაგრესი პოზიცია უკავია საზოგადოებაში, არის მტკნარი სიცრუე.
- ელჯიპიტებს, შშპ-ებს, შინაურ ცხოველებს, უბრალოდ ენჯეოები ეკაიფებიან გრანტების ხათრით
- თავისმომჭრელი და სამარცხვინოდ ცალტვინა, ცარიელი სელებრითები, და თავის თავს ძველმოდურ-გოიმურად "ბო მონდს" რო უწოდებენ
- უძაანდაბლესი განათლების დონე სკოლებში
- დანარჩენი ახლა თქვენც დაამატეთ (თან მეზარება აგრესიული რუსეთუმეების ხსენება

)
პოზიტიური
- ქართული საზოგადოება ბევრად სწრაფად და სწორი მიმართულებით განვითარდა იმ ათვლის წერტილიდან რომელშიც ის იმყოფებოდა 1991 წელს, ვიდრე ნებისმიერი ექს-სსრკ რესპუბლიკა, ესტონეთის და ჰა-ჰა-ჰა ლიტვა-ლატვიის გარდა. იმეებში მართლა უკვე ჩანს სინათლე გვირაბის ბოლოს.
- საქართველოში მედია ბევრად უკეთესია ვიდრე სხვა დანარჩენ სსრკ-ში იმ იგივე ზემო 3-ის გამოკლებით. ეს პოლიტიკური მედია!
რაც შეეხება ინფორმაციულ მედიას, ჯობია იმ 3-საც, და არა მარტო მათ, ჯობია ბულგარეთის, რუმინეთის, ალბანეთზე და მაკედონიაზე აღარც ვამბობ, მაგათაც 10 თავით.
- საქართველოს პენეტენციალური სისტემა ბევრად უკეთესია ვიდრე ... (ციკ)! მაგალითად საბერძნეთის,
და ეს ბოლო ეურო-კავშირის წევრია 1981 წლიდან.
უკეთესად გამართული ინფრასტუქტურა, საადვოკატო, თარჯიმნის, სოციალური თუ სხვა სახის სამსახურებით
- დღესაც იღებენ ბევრად უკეთესი ხარისხის ფილმებს ვიდრე ნებისმიერ სსრკ-ს რესპუბლიკაში.
ადრეც ძლიერი იყო და დღეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზრდილია ფიმეილ დაირექტორების. ფაქტიურად ქალი და კაცი კინო-მუშაკების ხვედრითი წილები არის 50/50
- ქართველმა ახალგაზრდამ ნელ-ნელა ისწავლა დამოუკიდებლობა, ცოტამ მაგრამ მაინც.
აღარ უნდა იმ სლეობა ქუჩის აკადემიაში სწავლა, ბირჟაზე დგომა და თელი დარჩენილი ცხოვრება სემიჩკის ფურთხება და ღრმა თემებზე ბაასი.
აღარ იკრავენ ქალაქის კოლორიტების პოსტერებს საძინებლებში
ურჩევნია ისწავლოს, თან იმუშაოს, იმოგზაუროს, ცხოვრება ნახოს.
(იმჰო ეს ყველაზე დიდი მიღწევა გვაქვს)
- ქართველი ქალების დიდი ნაწილი აღარ დადის სამუშაო საათებში ქორწილზე თუ პანაშვიდზე წასასვლელად გამზადებული, ოუვერ-მაკიაჟირებული თუ კაკუნა მაღალი ფეხსაცმლით.
- სუფრაზე აღარ გასხამენ თუ დალევა არ გინდა.
- და სხვა, თქვენც დაამატეთ
რაც იყო, არის და იქნება
მუდამ (ცოტა მოფრთხილება მაინც რეკომენდირებულია)
მმართველი პარტიის მიუხედავად
ულამაზესი, უძაანმაგრესი ქვეყანა გვაქვს, უმზეთუნახავესი ხედებით, თუ ისტორიული დანატოვარით
არასოდეს შეგვშურდება მრავალმრიცხოვანი თუ მრავალტერიტორიანი აშშ-ების თუ რუსეთ-ჩინეთების
(ცოტა აგრესიულობა და დამყრობველობა კი ასწორებს ხანდახან.
ვენეციის, გენუის რესპუბლიკები. კოხტა და პატარები. თელი მედიტერანია მაგათი იყო.
ნიდერლანდიის თუ ბელგიის სამეფოები.
თითქმის ყველა სავაჭრო პორტი ელჯიპიტების ქვეყნის იყო, პლიუს სურინამი, კარიბის კუნძულები, ინდონეზია.
კონგო - ბელჟიქ
პორტუგალიის -ბრაზილია, ჰონკონგივით როა ჩინეთში, სახელი დამავიწყდა და ა.შ.)
ასე რო გვინდა თუ არ გვინდა, ცხვოვრება წინისკენ მიდის