#52829057 · 2 Jun 2018, 07:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე მგონი, მათი უმრავლესობა, რომელთაც დევიზად აქვთ "სისტემა უნდა დაინგრესო" და ისინიც, ვინც ამაში ეკამათებიან, სწორად ვერ იაზრებენ "სისტემის არსს" და ხშირად მას "სტრუქტურაში" ურევენ...
"სისტემა" ნიშნავს კონკრეტული მიზნისთვის გაერთიანებულ სხვადასხვა, განსხვავებული მახასიათებლების მქონე რაობათა ერთობლიობას - ეს გლეხურად...
სახელმწიფოებრივ გაგებაში "სისტემა" ჰგულისხმობს გარკვეული ფენის ინტერესების მიხედვით ჩამოყალიბებულ ერთობას და ამ ერთობის შექმნისა და როტაციის მექანიზმს...
ჩვენს შემთხვევასი "სისტემა" გულისხმობს იმას, რომ 90-იანების დამდეგს ხალხის ქონების მიტაცების მიზნით პარტოკრატია დაეყრდნო კრიმინალიტეტს და როცა ქონება ხელში ჩაიგდო, თავისი რიგების შევსებას ახდენს მხოლოდ კომპრომეტაციით დაშინებული მონების ხარჯზე და მომართულია ხალხის დათრგუნვაზ-გადაშენებაზე...
ასეთი "სისტემა" კი ნაღდად დასანგრევია, ოღონდ თავისით არ დაიგრევა - ჯერ ჩვენს გულებში უნდა დავანგრიოთ!
ეს კი მაშინ მოხდება, როცა ხალხი მიხვდება, რომ ცუდია სიხარბე, აღვირახსნილობა, უპასუხისმგებლობა და აშუშუ... და ამისი ნიშანი იქნება, როცა აღარავინ შევა კაზინოებსა და ტოტალიზატორებში, ბორდელებსა და ნარკოპრიტონებში, ყავის საწრუპად აღარ შეეტენებიან საჯარო სექტორში და ჯიპებიდან სედანებზე ჩამოსხდებიან...
სულ ესაა...
This post has been edited by Precursor on 2 Jun 2018, 07:28
--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი
"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი ბიძინააო!"
“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
|