#52828159 · 2 Jun 2018, 00:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (satoshi) | საჭიროა თუ არა საქართველოს პარლამენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარება არსებული რეალობიდან გამომდინარე? |
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პარლამენტში ძალთა თანაფარდობას დიდად ვერ შეცვლის. რადგან: ხელისუფლება გამოიძიებს მკვლელობას და მის შემდგომ გამოძიებას, დააპატიმრებს მირზა სუბელიანს და კიდევ სხვებს, პასუხისგებაში მიეცემა ყველა ეჭვმიტანილი პირი, შეიძლება წულუკიანი და პრემიერიც გადადგნენ, ჩაატარებ დიდი პროპაგანდისტულ სამუშაოს და არჩევნების პერიოდისთვის დარჩება გასუფთავებული და გაწმენდილი "ოცნება" რევოლუციონერი ნაცების და ნარკობარიგების პირისპირ.
ამიტომ, ნაცებს არანაირად არ აწყობთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მათ ურჩევნიათ ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოვიდნენ.
დაიმახსოვრეთ, სულ მოკლე ხანში, მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის კვალდაკვალ, ჯერ დაბალ ხმაზე, ხოლო შემდეგ ისტერიულად, დაიწყება მოწოდებები ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისთვის.
მოკლე ხანი გულისხმობს უახლოეს დღეებს, მაქსიმუმ ერთ კვირამდე ვადას.
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|