#52834561 · 2 Jun 2018, 23:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე დ. უსუფაშვილის აზრები და ქცევა მომწონს ყველაზე მეტად, ექვსი წელია, ვაკვირდები. აქვს პარტია რამე? რა ჰქვია? თუ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ჩემი და ჩემნაირად მოფიქრალთა სიმბოლურ ხმათა რაოდენობა მაინც ექნება. რატომ ვფიქრობ ასე? სახალისო სტატისტიკას მოვიშველიებ: - ათი კაციდან საქართველოში რამდენია. მეტნაკლებად განათლებული, გაწონასწორებული და ქვეყნის უკეთეს მომავალზე მართლა მოფიქრალი? - უკეთეს შემთხვევაში 1. - ათი კაციდან რამდენია გაუნათლებელი, დღევანდელი ლუკმის მაძებარი, გონებაზანტი, ცრუმორწმუნე, (თან - თავი მორწმუნე რომ ჰგონია), არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ადვილად დასახარბებელი და გასაბრიყვებელი და ა.შ. - ათიდან , უკეთეს შემთხვევაში 8. 10-1-8=9 10-9=1 10-დან დარჩენილი ერთი გინდა აქეთ, გინდა იქეთ. (მე ჩემებურად, დიასახლისურად დავთვალე. ასე მგონია, პროფესიონალ მთვლელთა ციფრებს, ცხადია, არ დაემთხვევა, მაგრამ არც ძალიან ასცდება)
This post has been edited by nino darbaiseli on 2 Jun 2018, 23:44
--------------------
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს. ...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004
|