მორჩი წინასწარ ჩაგონებოლ ზღაპრებს. . . .
(თუ ბოროტი განზრახვით არ აკეთებ, კიდევ იმედს ვიტოვებ). . .
დაგიწერე როგორ მოხერხდა კონტროლი და მოხმარება გაიზარდა კი არა, მინიმუმამდე დაეცა.
ეხლა სიმართლე.
ერთადერთი ქვეყანა რომელმაც ნარკოტიკების ბოლომდე ლეგალიზაცია მოახდინა იყო ჩინეთი (ძალიანაც არ უნდოდა, მაგრამ მოახდენინეს, თავს მოახვიეს მაშინდელმა იმპერიებმა). . . .
ნარკოტიკების მოხმარება ისე გაიზარდა, ერი გადაშენების საფრთხის წინ დადგა (გაიაზრე, შენნაირ პუჭულა ერზე არ მიდის საუბარი, ჩინეთზეა საუბარი). . . .
საფრთხე იმდენად დიდი და სერიოზული იყო, რომ ფეოდალური ჩინეთი და მისი უძვლო იმპერატორები (ცინის დინასტია) იძულებული გახდა ომი დაეწყო მაშინდელი უდიდესი იმპერიების ინგლისის და საფრანგეთის წინააღმდეგ.
წააგეს ორი ე.წ. ოპიუმის ომი.
ორი ომის წაგების შემდეგ, ნარკოტიკების მოხმარებამ იმდენად საშიში კვალი დატოვა მაგ ერში, რომ როდესაც ეროვნული მთავრობები ჩამოყალიბდა, შედეგების აღმოსაფხვრელად მაგ ტიპის დანაშაულებზე უმკაცრესი სასჯელი შემოიღეს, ეხლაც კი ჩინეთში მოხმარებაზე სამუდამო ციხეა და გაყიდვაზე სიკვდილით დასჯა.
მსგავსი კანონმდებლობაა (სიკვდილით დასჯა) მის განაყოფ ტაივანში და სინგაპურშიც, ნაკლებად მკაცრი მაგრამ მაინც ძალიან მკაცრი ჰონ-კონგში.
ეს ხდება მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვან ერში.
კიდევ ერთხელ გაიაზრე, საუბარი მიდის უდიდესი ისტორიის და კულტურის, ცივილიზაციის მქონე ერზე.
რაზეც მაგხელა ქვეყანას მაგდენი ბრძოლა დასჭირდა, შენ და შენნაირები უბრძოლად უთმობთ და უწვებით.
შენ ხომ არა გგონია ქართველ ერს მართლა იმუნიტეტი არ აქვს.
როდესაც ეგ მარაზმი, რასაც თქვენ ატრიალებთ დასაშვებ ზღვარს გადასცდება, ჩინეთი ზღაპრად მოგეჩვენებათ.
ადეიშვილი მოგენატრებათ და შეიძლება სასამართლომდე ვერ მიაწროთ და კორკოტას ეძახდეთ "კორკოტ გვიშველეო". . . .

ცოტა ტვინი დაიყოლიეთ.
პ.ს.
დემოკრატია პირველ რიგში მოქალაქეობრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობაა. . . .
სადაც პასუხისმგებლობა არ გაქვს, მერე კი მიხვდები რა მოდის.
This post has been edited by karlsoni on 3 Jun 2018, 00:41