ჯერ ერთი ჩინეთთან ერთად მე ტაივანის, ჰონკონგის და სინგაპურის მაგალითები მოვიყვანე (იმ ნარკომალეგალიზებელი ჩინეთის ადგილზე წარმოშობილი 4 დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული) და შენ მარტო ჩინეთი რატომ დაინახე?
საითაც გინდა გაიხედე, ეგ არის რეალური სურათი, რა შედეგი მოიტანა ნარკოტიკის ლეგალიზაციამ.
შენ მართლა ხომ არა გგონია რომ ნარკოპოლიტიკის შერბილება ბასა ჯანიკაშვილებმა და ზურაბ ჯაფარიძეებმა გააკეთეს?
და პარლამენტარები და საკონსტიტუციოს მოსამართლეები ჯაფარიძეს და ბერას თითის ტკაცუნზე დარბიან?
სამართალდამცავებსაც (პუსტა-პუსტა ოპერებზე და დოქსოპულოებზე არ ვამბობ) ყელში ჰქონდათ ამოსული ფულის გამოძალვის ის სისტემა, რაც ადეიშვილმა დანერგა.
ეხლა გეტყვი რა მოხდა და რა მოხდება.
მოხდა ის, რომ გირჩის, კლუბელები, თეთრი ხმაურების და მსგავსი მარაზმატიკების თავაშვებულმა პროპაგანდამ, გამოიწვია ნარკოტიკების მოხმარების ზრდა (ხაზს ვუსვამ, მარტო მარიხუანას არა, სხვა ნარკოტიკების მოხმარების ზრდაც).
ამან გამოიწვია ახალგაზრდების სიკვდილი, რაც საქმეებად დააწვა სამართალდამცავებს და მათ ნერვებს.
შედეგად მოჰყვა საჩვენებელი აყვანის ოპერაცია და ნარკომომხმარებლების თავშეყრის ადგილებში დემონსტრირებული შესვლა და ბარიგების აყვანა.
ეგ განაცხადი იყო.
ეხლა რაღაც ეტაპზე შეღავათებსაც რომ მიაღწიოთ (მარიხუანას დეკრიმინალიზაციის გარდა), ეგ გამოიწვევს ნარკომომხმარებელთა და შესაბამისად გარდაცვალებულთა რიცხვის მატებას.
(სუფთა წამალი რომ იქნება არ დაიხოცებიან, ეგ "ბაიკები" გრამაფონშია.)
მალე თუ ნელა, მაინც დაიხოცებიან. . . .
შესაბამისად მოჰყვება დახოცილთა შემხედვარეების და მაგით მორალურად და ფსიქოლოგიურად დაზარალებულთა რიცხვის ზრდა.
ეგ შესაბამის ზეგავლენას მოახდენს საქმეების ზრდაზეც და სამართალდამცველთა ფსიქოლოგიაზეც, (შენ არ იცი მაგათთვის რა დისკომფორტია, როდესაც კრიმინალი და ცუდი ადამიანი უნამუსო პოლიტიკოსების გამო დაუსჯელია, მე ვიცი). . . .
მერე რაღაც პერიოდის მერე გამყარდება საზოგადოებრივი აზრი, რომელიც სულ ფეხებზე დაიკიდებს "ჯაფარასნაირების" უფლებას "ჩემი სხეული მე მეკუთვნის" (თუ როგორც დაწერა), ეგ წუნკალი თვითონ კი არ მოიხმარს, სხვებს აქეზებს.
აბსოლუტურად გულგრილი და მეტიც, აგრესიული გახდება თქვენი მოთხოვნების მიმართ. . . .
და. . . .
მერე დაიწყება ისეთი უკურეაქცია, სადაც კორკოტები კი არა, სერიოზული ხალხი დაგიპირისპირდებათ.
თავისი მწარე შედეგებით.
ამიტომ. . . .
ჩემი კეთილი რჩევაა.
იმ ტოტს ნუ ჭრით, რომელზეც სხედხართ.
გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი რომ რაღაცას მიაღწევთ, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება და მორჩება.
პატივისცემით
მუდამ თქვენი
კარლსონი
This post has been edited by karlsoni on 3 Jun 2018, 01:55
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/