კი, კიდევ კარგი ჩემს საკაბელოს გადახვევის ფუნქცია აქვს და ჯერ იქს ფაქტორს ვუყურებ ხოლმე და
მერე გადახვევით მხოლოდ ქართულს, ძირითადად სოფოს და კარანაძეს.
იქს ფაქტორმა გამაოცა, ამდენი ნიჭიერი მომღერალი ბავშვები, არასდროს მინახავს,
მაგრამ ვეთანხმები ანავიტას, ხუხუნაიშვილის ხმა და მონაცემები იშვიათია, ნეტა გვყავდეს მსოფლიო დონის პროდიუსერები
ეს გოგო გახდებოდა ვარსკვლავი. რომ არასდროს დამირეკავს კონკურსების დროს, გუშინ თავი ვერ შევიკავე და
ხმა მივეცი. :დ დანარჩენებიც არაჩვეულებრივი ნიჭიერები, გაოგნებული ვარ....
სოფოც მხოლოდ ქართულში, ნუ არ ვიცი, ძალიან მაგარი და კარანაძე მომწონს თავის მაიმუნობით. :დ
მოკლედ უყურეთ და დატკბით.
ჰო, კიდევ რა უნდა მეთქვა, სცენაზე წამყვანები ორივეგან უვარგისები, ნანუკა და მაიკო საშინელება,
ყროყინებენ უშნოდ, ან რა აცვიათ, ერთ ერთს გამოსასვლელ კაბაზე კედები....
იმედზეც ვანიკო, რა მყივანი ხმა აქვს, მომღერლების მერე რომ დაიწყებს ყროყინს ყურებზე ხელს ვიფარებ,
აქეთ სულელი ჯაჯანიძე რამხელაზე ყვიროდა, ყველაფერში ეგ როგორ უნდა შეაკვეხონ,
ვინაა ასეთი დებილი ამ არხის დირექტორი, ჯადო გაუკეთა? :დ ის გოგოც როგორ იმანჭება, ზომა არ იცის,
ნერვებს მიშლიან ეს უნიჭო სცენის წამყვანები მომღერლების ფონზე.....
ჟიური კარგია, ვერთობი რომ ჩხუბობენ. :დ
მოკლედ მაინტერესებს ვინ გაიმარჯვებს.
This post has been edited by marta007 on 5 Jun 2018, 11:54