მოკლედ ჩემეულ მოსაზრებას დავწერ პორტუგალია მაროკოზე
პორტუგალიას თუ გასვლა უნდა ჯგუფიდან, ფრეს არ უნდა დასჯერდეს - მიზერული შანსი ექნება ფრეს შემთხვევაში.
თამაში დღისითაა, შესაბამისად ლაღ და სანახაობრივ ფეხბურთს არ ველოდები.
მაროკოს დასაკარგი არაფერი აქვს და წესით უნდა იფიქროს შეტევაზე.
პორტუგალიას მოუწევს ჯარიმების მიღება თუ მაროკომ მოახერხა შეტევებში წასვლა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,
პორტუგალიის ჯარიმები კარგი ასაღები უნდა იყოს და 10 ჯარიმა უტოპია ნამდვილად არ მგონია;
სტატისტიკურად ორივე გუნდი აწვდის კუთხურებს. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე შეუტევს - კუთხურებს ველოდები. რახან 8 და 9 კუთხურებს არ ააქვს მაღალი კუში - შევეცადე სტატისტიკურად ყველაზე ნორმალური ფსონი შემერჩია კარგი კუშით - ვაღიარებ ამ ბილეთში კუთხურები ყველაზე მეტი რისკის შემცველია;
აუტებს რაც შეეხება, მთავარი მოტივატორი თამაშის დღისით ჩატარება და დაძაბული ფონია, შესაბამისად, წინა თამაშებს თუ დავაკვირდებით აუტებიც არ მგონია პრობლემა;
ნუ 2 გოლი ყველა შესაძლო პროგნოზით პრობლემა არ უნდა იყოს.
და რაც ყველაზე მთავარია, ეს ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავს ! თუ ვინმე რჩევას გაიმეტებს - მადლობელი დაგრჩებით