წინა ჩემპიონატებზე ვიდეორეფერი რომ ყოფილიყო,
შესაძლოა ზოგ შემთხვევაში შედეგებიც სხვა ყოფილიყო.
მაგ. 1982 წლის ესპანეთის ჩემპიონატის. ძალიან უნამუსო
მსაჯობა იყო და სხვა "ქვედინებებიც."
სოვეტსკი სპორტში, თუ ფუტბოლ-ჰოკეიში სტატიაც კი
იყო - Тайны мадридского двора.
24 გუნდი დაყოფილი იყო 6 ჯგუფად. მეორე ეტაპზე
ჯგუფიდან გასული 2-2 გუნდიდან შეიქმნა 4 სამწევრიანი
ჯგუფი. ერთ ჯგუფში მოხვდნენ იტალია, ბრაზილია და არგენტინა!
არგენტინა იმ ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტულით ასპარეზობდა.
ჯგუფში პირველი მატჩი ბელგიასთან წააგო ვანდენბერგის თამაშგარედან
გატანილი გოლის გამო. პრესაც აღნიშნავდა ამას.
შემდეგ უნგრეთთან სასწაული მატჩი ჩაატარა (4:1) შემდეგ მოუგო სალვადორს 2:0.
იტალია - არგენტინა. მსაჯი რუმინელი რაინეა. მთელი პირველი ტაიმი ჯენტილე
უბინძურესად ეთამაშებოდა მარადონას და გაფრთხილება მხოლოდ ტაიმის ბოლოს
მიიღო. მაშინ, როცა მეტოქე უკვე დემორალიზებული ყავდა. სამაგიეროდ გააფრთხილა
მარადონა, კემპესი და არდილესი, რომელმაც მსაჯს შემოხეულ მაისურზე მიუთითა.
არგენტინამ 1;2 წააგო. ბრაზილიასთან მარადონა საერთოდაც გააგდეს. ეს მატჩიც წააგეს
1:3.
საერთოდ, იმ ჩემპიონატზე ფიფა აშკარად წყალობდა იტალიას და გერმანიას (გფრ).
გერმანია-საფრანგეთის თამაშში, მსაჯმა კორვერმა (ჰოლ.) ერთი-ერთზე გასული
ბატისტონის დამტვრევისთვის არა თუ არ გააგდო შუმახერი, ყვითელიც არ მისცა.
მეორე ტაიმში პლატინის მოცელვისთვის არ დანიშნა პენალტი. მოვლენები ასე რომ
არ განვითარებულიყო, "სიცხიანი" რუმენიგეს გამოსვლა უშველიდა ფრგ-ს?
მოკლედ, ვიდეორეფერის მომხრე ვარ!
ძირს ტოტალიზატორი და ყველანაირი არასაფეხბურთო დინებები და ვნებები!
vita brevis...