გუშინ შვედეთის ე.წ. ფან-კლუბში ვუყურე ამ თამაშს

ვარდების ბაღში ღია თეატრივით როა, მანდ იყო დიდ ეკრანზე.
ორიფლეიმი იყო სპონსორი და შესაბამისად ყვითელმაისურებიანებით იყო სავსე იქაურობა.
შვედებითაც და ორიფლეიმის თანამშრომლებითაც.
მე საერთოდ იტალიის ქომაგი ვარ, მაგრამ გერმანიისკენ ვიყავი.
ჯერ იმიტომ რომ მევასება გერმანია და მეორე იმიტომ, რომ ეგღა მქონდა დარჩენილი ტოტალიზატორში.
და გაიტანა გოლი შვედეთმა და აჟრიამულდა იქაურობა.
მარტო ჩვენი სასტავი (ოთხნი) ვიგინებოდით და აქა-იქ კიდე რამდენიმე გერმანიის ქომაგი.
1-1-ზე გამოვცოცხლდით.
ბოლო წუთებში გერმანია რო დააჯდა თავზე, იმედი მოგვეცა.
გომესის გამაზვაზე და ბრანდტის შტანგაზე თავში ხელის წაშენებით და გამზრდელის გინებებით, რაც აგრერიგ უხდება ფეხბურთის ქომაგობას.
90-ე წუთზე წინა რიგებში სცენაზე ორმა ტიპმა დასცხო ერთმანეთს, სავარაუდოდ ქომაგობის გამო და ჩოჩქოლი ატყდა, გაიყვანეს გარეთ.
და მაგ დროს ვთქვი რა ბანძები არიან, ამდენი ხანი უყურეს და ეხლა გადამწყვეტი გოლი გავა და გამაზავენ მეთქი და მართლაც, კროოსმა შეაგდო

ჩაი##ა შევდეთის დაცვამ.
100% სიზუსტით იკითხებოდა როგორც აპირებდნენ გათამაშებას.
მოკლედ მაგარი ემოცია იყო, ამდენ დადუმებულ შვედების გულშემატკვრებში ზეიმი

სამართლიანობაც აღსდგა!
გერმანია იმსახურებდა ფლეიოფს.
ზოგადადაც და მაგ თამაშითაც.
Mens sana in corpore sano...