რა ბანკები?
დადე რამე წყარო სადაც წერია, რომ მთავარი შემოსავალი ბანკებია?
თქვენით იგონებთ ხოლმე ამას?
8 მილიონია მოსახლეობა და 330 000 მუშაობს მანქანათმშენებლობაზე, ელექტროდანადგარების წარმოებაზე და მეტალურგიაში.
ამ დარგებში წამყვანი კომპანიებია:
ABB Group - რომელიც ლამის ყველა სფეროს ქარხნებისთვის უშვებს დანადგარებს, დაწყებული ავტოქარხნებიდან დამთავრებული საკვები ინდუსტრიით.
Alstom - რომელიც ინდოეთიდან დაწყებული არგენტინით დამთავრებული, მთელი მსოფლიოსთვის უშვებს მეტროს და მატარებლის ვაგონებს და დანადგარებს.
Bobst - 5 ათასი დასაქმებული შვეიცარიაში, კომპანია უშვებს ეტიკეტირების და შეფუთვის დანადგარებს მთელი მსოფლიოსთვის.
Liebherr - 43 ათასი დასაქმებული, უშვებს ტრაქტორებს, უზარმაზარ სამშენებლო ტექნიკას, სამთო მოპოვების ტექნიკა, სამსართულიან სამასვალებს.
Georg Fischer - 14 ათასი დასაქმებული, რომელიც მთელი მსოფლიოს გაზის და ნავთობის მილსადენებისთვის აკეთებს მილებს.
Rieter - მთელი მსოფლიოს ტექსტილის ინდუსტრიისთვის უშვებს დანადგარებს, 5 ათასი დასაქმებული.
ქალაქი ბაზელი არის ევროპის ქიმიური და ფარმაცევტიკული ცენტრი. ამ დარგის კომპანიებია:
Syngenta - მსოფლიოს მასშტაბით მცენარეთა დაცვის და თესლის წარმოების წამყვანი კომპანია, 27 ათასი დასქმებული, წლიური ბრუნვა - $14 მილიარდი.
Givaudan - მსოფლიოში ყველაზე დიდი სურსათის არომატიზატორების მწარმოებელი, 8 ათასი დასაქმებული, ბრუნვა - 4 მილიარდი
Sika - ცემენტის და სამშენებლო მასალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი.
Ciba Specialty Chemicals - მსოფლიოში ყველაზე დიდი პიგმენტების და პოლიგრაფიული საღებავების მწარმოებელი, დასაქმებული 13 ათასი, ბრუნვა $5 მილიარდი.
Clariant - ქიმიური კონცენტრანტების მწარმოებელი, 20 ათასი დასაქმებული, ბრუნვა - $1 მილიარდი.
Novartis - მსოფლიოში სიდიდით მეორე ფარმაცევტული კომპანია. 126 ათასი დასაქმებული, ბრუნვა - $50 მილიარდი. 2016 წელს $3,5 მილიარდის მხოლოდ ერთი წამალი Gleevec-ი გაყიდა, ასევე $3 მილიარდის Gilenya, $1.8 მილიარდის Lucentis და ა.შ. ყველასთვის ცნობილი Voltaren-ის გელი მარტო 500 მილიონის გაყიდა.
Roche - 91 ათასი დასაქმებული, ბრუნვა $48 მილიარდი. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ღორის გრიპის წამალი ტამიფლუ გამოიგონა.
გადავიდეთ შემდეგ დარგზე - საათები. შვეიცარიაში საათების მწარმოებელ ინდუსტრიაში დასაქმებულია 40 ათასი ადამიანი.
Swatch Group (Longines, Omega, Tissot, Swatch) - მთელს მსოფლიოში გაყიდული საათების 25%-ს ეს კომპანია აწარმოებს, 20 ათასი დასაქმებული, ბრუნვა - $4 მილიარდი.
Rolex - წელიწადში ნახევარ მილიონ საათს უშვებს, 3 ათასი დასაქმებული, ბრუნვა - $5 მილიარდი.
ენერგეტიკა - აწარმოებს 68 მილიარდ კვტ/საათი. მოხმარება - 58, 10 მილიარდი კვტ/საათი გააქვს ექსპორტზე.
შოკოლადი:
Nestlé - წლიური ბრუნვა $100 მილიარდი (საქართველოს 22 წლის ბიუჯეტი). ყველამ იცით ამ კომპანიის შესახებ და აღარ დავწერ, ამ კომპანიაზე ამ ციფრებით ყველაფერი ნათქვამია.
Barry Callebaut - ბრუნვა $8 მილიარდი, შოკოლადის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი.
ყველზე აღარ შევჩერდები, შვეიცარიული ყველი ალბათ ყველას გსმენიათ.
შვეიცარიის ექსპორტსაც შევეხოთ, ანუ რაზე დგას შვეიცარიის ეკომონიკა. 2016 წლის ექსპორტი:
ქიმიური და ფარმაცეპტიკული პროდუქცია - $95 მილიარდი
ოქრო და ვერცხლი - $86 მილიარდი
მანქანადანადგარები - $32 მილიარდი
საათები - $20 მილიარდი
სამედიცინო ინსტრუმენტები და მოწყობილობა - $11 მილიარდი
საიუველირო ნაწარმი - $11 მილიარდი
ყავა - $3 მილიარდი
სასმელები - $3 მილიარდი
შოკოლადი - $1 მილიარდი
ყველი - $700 ათასი
თამბაქო - $600 ათასი
მატარებლები - $1 მილიარდი
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - $4 მილიარდი
პლასტმასის ნაწარმი - $4 მილიარდი
ხოდა ამის ფონზე რომელბანკებზეა საერთოდ საუბარი????????
ბანკებზეც დავწერ და მათ ბრუნვებზეც ორი სიტყვით. ორი დიდი ბანკია შვეიცარიული:
UBS AG - ბრუნვა $28 მილიარდი
Credit Suisse - ბრუნვა $23 მილიარდი
ანუ მთლიან საბანკო ინდუსტრიას მხოლოდ ერთი ნესტლე ჩაისვამს ჯიბეში
შვეიცარიის ეკონომიკა დგას თუ დგას წარმოებაზე

ეკონომიკის ზრდის სხვა გამოსავალი არ გვაქვს
This post has been edited by Lexter on 10 Jun 2018, 02:03