ბიჭურიგუშინ ვეღარ გაგეცი პასუხი, შუქი ჩამიქრეს

ხოდა დავიწყებ იმით, რომ Fanboy არ ვარ არავისი, როგორც მომმართე

Fanboy-ში ვგულისხმობ რამისადდმი გაუაზრებელ და ულოგიკო ფანობას, რაც ნამდვილად არ მომესადაგება.
მერე მეორე, გასაგებია ჩემთვის, რომ ჩემგან რადიკალურად განსხვავებული გემოვნება გაქვს და იმისი მტკიცება, ეს ჯობია ან ის თქო არ იქნება საბოლოოდ არანაირი შედეგის მომტანი. მე ჩემს აზრზე დავრჩები შენ შენსაზე. მარა ვიკამათოთ მაინც

თვითონ ჯგუფებს რაც შეეხება, ნუ ქუინს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა, ძალიან დიდი ლაივები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ლაივებზე უკეთესი იყო, ვიდრე სტუდიაში. ცოტა ჯგუფს ახასიათებს ეს. თვითონ კალიბრი აქვს ისეთი, რომ ამასთან გრანჯის და სხვა უფრო ვიწრო მიმდინარეობების შედარება არ არის სწორი.
შენი პირველი არგუმენტი იყო "პიზდეცინტელექტუალური ტექსტები", რომელიც სულაც არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ მუსიკა კარგი მოსასმენი იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინსტრუმენტალები ისმინება კარგად, მაგალითად ჯო სატრიანი, სტივ ვაი, ჯონ პეტრუჩი, გუთრი გოვანი, იგივე კარლოს სანტანა

თანაც, ქუინს აქვს ეგ ტექსტებიც ძველ ალბომებში (ნაკლებად ჰიტური სიმღერები რომ შედის, მაგრამ მშვენიერი მოსასმენი რომ არის მაინც).
ისე, თუ ტექსტებს ეძებ ალბათ ვოტერსს უნდა მოუსმინო, გინდა პინკ ფლოიდში და გინდა მის გარეთ, ან Yes-ს ან King Crimson-ს ან რავი ალბათ ქემელს. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ნაკლებ ცნობილი ჯგუფია, ვინც პროგრესივში იყო და ვისაც ძაან ფილოსოფიური ტექსტები აქვს. Beggar's Opera მაგალითად, თუმცა შეიძლება მაინცდამაინც თვალსაჩინო წარმომადგენელი არ იყოს.
მერე უკვე მე განვავრცნობ. ძალიან მელოდიურია ქუინი. ძაან სუბიექტურობამდე დაგვიყვანს კამათი რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი აზრით როლინგ სტოუნზის მოყვანა შესადარებლად არაა სწორი

საერთოდ, მე პირადად დიდად არ მევასება როლინგები, რა ვუყო.
ვოკალისტად ფრედი უკონკურენტოდ მიმაჩნია ტოპად. ტრენტ რეზნორზე უკვე ვხვდები რო არ ხუმრობდი

კარგი ვოკალისტია, მაგრამ აბა შეადარე თუნდაც მაგათი და ქუინის კალიბრი და გავლენა. ზღვა და წვეთი რო შეადარო ესეა. გასაგებია, ტალანტს კალიბრი არ აქვს, მაგრამ მაინც უნდა მივიღოთ მხედველობაში. თორე შეიძლება ქუჩაშI მღეროდეს ვიღაცა ფრედიზე უკეთესადაც კი (ნაკლებწარმოსადგენია, მაგრამ მაინც), მაგრამ არავინ არ იცის. რეზნორი კარგი მომღერალია, მაგრამ არ მგონია ფრედის შეედრებოდეს თუნდაც ხმის დიაპაზონით. პლანტს აყენებენ ხოლმე ვითომ ფრედის დონეზე, მაგრამ მე არც ეგ არ მესმის და არც გილანის შედარება ამ კაცთან. ფრედი მერკური მარტო ვოკალისტი არ იყო თან, იყო უმაგრესი კომპოზიტორი და ასევე უმაგრესი შოუმენი.
დანარჩენ წევრებს ცოტა აგდებულად უყურებ და მაგალითად სტივ ვაის აქვს ნათქვამი, რომ არა ბრაიან მეი მე არ ვიქნებოდიო. უდიდესი შტაგონების წყარო იყო ჩემთვისო. შეიძლება სტივ ვაი არ მოგწონდეს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ მისი ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს.
ნუ კაი ტელიორზე და დიქონზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი ალბათ, მე კი ძაან მევასებიან, მარა რამე განსაკუთრებული წვლილი მაგათი მუსიკაში შეიძლება არ არსებობს.
უბრალოდ თავის საქმეს აკეთებდნენ ხუთიანზე.
ქუინს რომ iconic სიმღერები აქვს, რაოდენობით მგონი ვერც ერთი ვერ შეედრება. და დამისახელე Bohemian rhapsody-ზე უფრო გენიალური და სასიამოვნო კომპოზიცია. ნუ აქ კრიტერიუმი რა თქმა უნდა სუბიექტურია.
და დავეთანხმები აქ რამდენიმე იუზერს, ქუინი, პინკ ფლოიდი და ბითლზიც (მათი გავლენის შეფასებით) სხვაგან დგანან. ამ ყველაფერს ვამბობ იმის ფონზე, რომ მე ყველაზე ხშირად Deep Purple-ს ვუსმენ და ყველაზე მაგრად მევასება. ვიცი თემის ავტორი დამეთანხმება, რომ მაგრად ასწორებს ბლექმორის ნებისმიერი სოლო

აქ აზრი გამოითქვა ბითლზს არაფერი აქვს საერთო როკ მუსიკასთანო და არაა მართალი. ძალიან ბევრი აქვს საერთო. ჯერ მარტო ის, რომ შთაგონების წყარო გახდა ბევრი მუსიკოსისთვის. მერე ის, რომ მათ თვითონ აქვთ იდეები, რომლებიც მერე ჰარდ როკმა გამოიყენა. და ნუ, კომპოზიციებიც აქვთ როკის ჟანრში.