აი ვუყურებ ბახტაძეს და არანაირ გრძნობას არ იწვევს ჩემში სიბრალულის გარდა.
არანაირი ხედვა, ამბიცია, ინტელექტი. არაფრის რეალურად გამკეთებელი ეგ ადამიანი არაა. აი ღარიბაშვილიც კი უფრო იყო რაღაცის მაქნისი ვიდრე ეს.
ტიპი არის პირდაპირი განსახიერება იმ ზებობოლა ტიპების შვილებისა, რომლებიც იმპორტულ შვეიცარიულ შოკოლადებსა და ფრანგულ ყველებზე გაიზარდნენ, რომლებსაც ცხოვრებაში გაჭირვება არ უნახიათ არანანირი. ყველაფერი ჰქონდათ და ამის გამო, რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს, ცხოვრების ხალისი დაკარგეს საერთოდ. ყველაფერი მათმა მშობლემა მისცეს და თვითონ კი არაფრისათვის არ უბრძოლიათ და იციან რომ რაიმე რეალური, თავისივე თავით მიღწეული რაიმე საამაყო არაფერი არ აქვთ. ყველაფრით მშობლებმა უზრუნველყვეს (ბახტაძის დედა ცენტრ-პოინტის დირექტორია). აი თვითონ კი მათი დახმარების გარეშე ალბათ ფანჯრის მრეცხავებადაც ვერ იმუშავებდნენ.
აი დაფიქრდით - ამ ბახტაძეს ხომ სწავლისა და თვითგანვითარების უფრო მეტი შესაძლებელობა ჰქონდა ვიდრე ქართველთა 99.9%-ს? ფული და მგზავრობა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, მშობლები უეჭველი მხარში ედგენენ და ესეც სად წავიდა სასწავლებლად?
ლომონოსოვის მაგისტრატურაზე ორი წელი და მერე INSEAD-ში გაიარა რაღაც ერთლწლიანი კურსი.
აქ ფორუმზე ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს რამდენიმე ნაცნობი მაინც ეყოლება, რომლებსაც პრესტიჟული ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტები აქვთ დამთავრებული და რეზიუმეც საკმაოდ შთამბეჭდავი, მაგრამ მათ არავინ არ მიასუნინებს სამმართველოს უფროსობამდეც კი.
და ეს ტიპი დანიშნეს 28 წლის ასაკში კომპანიის დირექტორად, 30 წლის ასაკში - რკინიგზის მმართველად, მერე ფინანსთა მინისტრი გახდა და ახლა უკვე 35 წლისას უკვე ფაქტობრივად პრემიერ-მინისტრია.
ბაზარი არაა, თუ ადამიანი მართლაც ნიჭიერია, არაა აუცილებელი 50-60 წლის გახდეს და მაშინ მივცეთ ხელში მართვის სადავეები.
მაგრამ ეტყობა კი ამ ბიჭს რაიმე რეალური ნიჭი? ან ტალანტი?
პიროვნულად შეიძლება ცუდი ადამიანი არ არის ნამდვილად. უბრალოდ მე მგონი გულში თვითონც ხვდება, რომ შარში გაყო თავი - არაფერი არ ესაქმება მაგ თანამდებობაზე.
ეჰჰჰ, საქართველო, მართლა ვის ხელში ხარ.
ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა.
DRAKONI
სწორედ რომ კიტოვანი და იოსელიანია დასავლეთი
dega
არ გავკარი სანდრამ ეს თქვა თუ არა და ვთქვათ ჭორიც მოუგონეს. მერე რა ამით?
lasha1997