#52922252 · 16 Jun 2018, 22:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბახტაძის 4 პრინციპი: რა გეგმები აქვს მომავალ პრემიერს 2018-06-14 18:38:53 439
საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ წარდგენისას გეგმები საზოგადოებას მოკლედ გააცნო. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისი სამოქმედო გეგმა 4 პრინციპზე იქნება დაფუძნებული:
„პარლამენტში წარვდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება შემდეგ ძირითად პრინციპებზე: პირველი, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამ კუთხით ქართულ ოცნებას აქვს დიდი წარმატებები და ამ წარმატებებს სჭირდება გაღრმავება და განმტკიცება; მეორე – ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა საჭირო მიმართულებით. ამ რეფორმების შედეგად ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს. ჩვენ შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის. ბუნებრივია, გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას.მესამე არის მცირე მთავრობის კონცეფცია – საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიმაჩნია, გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე, ამავე დროს ანტიკორუფციული ხაზით. მეოთხე, ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი – განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა. მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე და რაც მთავარია თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს შედეგს, რასაც ჰქვია საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკების ქვეყანათა რიცხვში. სწორედ ასეთი საქართველოა ერთადერთიო და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ დავბრუნდეთ ერთიან ოჯახში. შესაბამისად, მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში და ამ სისტემის ფუნდამენტური რეფორმა იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი. საქართველო ეს არის ადამიანთა და მოქალაქეთა ერთობლიობა და ადამიანი იყო არის და იქნება პარტია ქართული ოცნების მთავარი ფასეულობა. შესაბამისად, თითოეული ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, იქნება ორიენტირებული სწორედ ადამიანზე და მის მხარდაჭერაზე. ორიენტირებული მისი თავისუფლებისა და მისი სასიცოცხლო და საოჯახო გარემოს გაუმჯობესებაზე“,– განაცხადა ბახტაძემ.
|