11 სათია და ეს ორივე დღევანდელია

თბილისში ავარიისას დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა. ინციდენტი მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დასუფთავების მანქანას მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც "თბილსერვისის" ერთი თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე თანამშრომელი და მიკროავტობუსის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მიმდინარეობს გამოძიება.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან ავარია მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა. ისინი დედა-შვილი არიან. ერთი ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გარდაცვლილია 60 წელს გადაცილებული ქალი, შვილი კი, დაახლოებით 35 წლისაა.
წინასწარი ვერსიით, სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.