არცერთმა არ დაწერა ის მთავარი პრობლემები რის გამოც არის დღეს მძღოლები უვარგისი...
არაფერ შუაშია აქ გამოცდილი - არ გამოცდილი, ბევრია როცა ეჩქარება და რახან ყველა არღვევს და კიდიათ თვითონაც ცალმხრივზე პროწივზე აშლიგინებულა რომ დროზე მისულიყო სადაც მიდიოდა ეჩქარებოდა 
რა შუაშია აქ სოფლიდან ჩამოსული თუ თბილისელი?  თბილისში დაბადება ტარებას გასწავლის? ყველა ქალაქს რაღაც ჭირი ჭირს...მაგალითად თბილისში ყველას ეჩქარება, შუქნიშანი მწვანე არ ანთებულა რომ უკვე უკან გნიასი და პიპინი ატყდება თუ ყვითლის ანთებისთანავე მაქანამ წინ გორიალი არ დაიწყო 
და მწვანეზე მთელი ნახირი გიჟივით გაექანება წინ მომდევნო შუქნიშანამდე და ზედ შუქნიშანთან წაატორმუზებს
ქუთაისში სხვა ჭირია...გაურკვეველი ბოდიალი იციან....არც 1 ზოლში მოძრაობს, არც 2 ზოლში, რაღაც შუალედი უკავია და ვერ გაიგებ სად მიდის რა უნდა, არაპროგნოზირებადია...თან შედარებით ნელი ტემპით მიბოდიალებს და ნერვებზე აგთხრის 

  ვერაფრით გამოიცნობ მომდევნო წუთებში რომელ ზოლში იქნება 
ბათუმში სრული განუკითხაობაა...ცუდად დაგეგმარებული გზები + უკონტროლო და სრული იგნორი პატრულისაგან და არის მარიაჟა ლუქს მანქანებით მოტორის ბღავილით გამოქანებები 
და მთავარი პრობლემები რა არის?  
1) საქართველო - რეალურად 1 ქალაქ-სახელმწიფო ქვეყანა....მოსახლეობის 2/3   1 ქალაქშია ჩაკვეხებული და იქ ცხოვრობს, ეს არის არანორმალური გარემო
რა ქნას რეგიონში დაბადებულმა>?  იქნებ მასაც უნდა კარგი სამსახური, ნორმალური განათლება ( თბილისის უნივერსიტეტი რომ ნორმალური განათლება იქნება სხვაგან რა უნდა იყოს წარმოიდგინე 

 )    ასე რომ სანამ თბილისის რეალური დეცენტრალიზება არ მოხდება მანამდე ყველა იცხოვრებს აქ და ვერავის გაამტყუნებ, მეც მინდა კარგი განათლება და შენც 

    პარლამენტი კი არა უნივერსიტეტები იყო გასატანი პირველ რიგში, რის გამოც ივსება თბილისი ყოველ წელს, ახალგაზრდობას რეგიონებში როცა დააკავებ და იქ ნორმალურ ურბანულ პირობებს შეუქმნი მერე განიტვირტება თბილისი, თბილისი კი დარჩება დედაქალაქად და იყოს აქ სახელმწიფო-სამთავრობო შენობები
ასე რომ თბილისი ემსახურება მთელ საქართველოს და ბუნებრივია ამდენი ხალხი და ამდენი მანქანა არ არის გათვლილი ქალაქზე და გზები ვერ  ემსახურება ამდენ ნაკადს....ბუნებრივია გამოცდილ და კარგ მძღოლსაც მოუნდება დარღვევა როცა დიდ დროს კარგავს და არის გზებზე სრული ზედახორა, ნებისმიერი დაარღვევს  
2)  არ არსებობს ავტოსადგომები....რისთვის იხდის ხალხი ფულს პარკინგში????  მანქანა თუ ვიყიდე ამისთვის მერიას ფული უნდა ვუხადო? გზებზე თეთრი ზოლები თუ დახატა ამის გამო ვუხადო????     იმის გამო ვუხდით რომ ამ ფულით შენდებოდეს მრავალსართულიანი ავტოსადგომები.....რაც არ შენდება
+ მეორე უბედურება, კომერციული შენობები და საცხოვრებელი კორპუსები რაც შენდება ნაწილს აქვს მიწისქვეშ მოწყობილი ავტოსადგომი, ეს სავალდებულო უნდა იყოს....და ვისაც აქ კიდე მოწყობილი იქ ყრია ნაგავი, განათება არ არის, მანქანები არ ჩაყავთ ისევ ზემოტ აყენია ამიტომ  
სხვაგან კდიე შენობის გახსნის მერე ავტოსადგომის ადგილის ამოშენება ხდება და კომერციულ ფართებად იქცევა, მაცხოვრებელს იქ მანქანა რომ უნდა დაეყენებინა მის მაგივრად არის მაღაზია გახსნილი, ან თვითონ უსინდისო მაცხოვრებელი აქირავებს კომერციულ ფართად და ტავისი მანქანას ეზოში აკვეხებს ყოველ საღამოს სამსახურიდან მოსული სხვებივით და არის ეზო გადაჭედილი 
უნდა აიკრძალოს ავტოსაგომის გაუქმენა და ყველა შენობას სავალდებულოდ ქონდეს მიწისქვეშა ავტოსადგომი, აი მერე აღარ იქნება გზები გადატვირთული
3) არქიტექტორი ყველას ფეხებზე კიდია......რეალურად კი ყველაზე ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პროფესიაა და კარგი არქიტექტორი ქალაქს აცოცხლებს, ნუ თუ რატქმაუნდა პოლიტიკოსები მას უსმენენ და აძლევენ კეთების საშუალებას ))))
გზები ცუდად დაგეგმარებულია, არ არის გათვლილი ბევრ რამეზე, ზოგი გზის გეგმარება მოძველდა, სად კომუნისტების დროს 1 სთ ში ჩავლილი რამოდენიმე ვოლგა და სად დღეს გადაჭედილი გზა------ შესაცვლელია...   
+ უნიჭო არქიტექტორების გაკეტებული ესტაკადები კიდევ უფრო უარესად აბნევს მძღოლს და კიდევ უფრო ტვირთავს გზებს 
+ ესტაკადებზე თუ არ ხარ თბილისელი და არ იცი, ვერ გაიგებ სად ჯანდაბაში უნდა წახვიდე, გზებზე ინფორმაციის დატანა არ ხდება ან ხდება ცუდად 
ამის ყველაზე კარგი მაგალითია გმირთა მოედანი, ბევრი ჩემი ნაცნობი კარენოი თბილისელიც კი დაბოდიალებდა გმირთა მოედანზე, რომ ვეღარ გაეგო სად წასულიყო რომ დანიშნულების პუნქტის მიმართულებით მოხვედრილიყო,  ნუ სად ამოვყავით თავი მისი არასწორი არჩევანის გამო ეს ცალკე კომედიაა 

4)  ნაგვის მანქანები....შუადღეს ნაგვის ურნასთან შუა ვიწრო ქუჩაში გაკვეხებული დიდი ნაგვის მანქანა ნამდვილად პრობლემაა   
5) უტვინო ქვეითები და ცუდად მოწყობილი ფეხით გადასასვლელები......თუ მიწისქვედაა ისე ბნელა ან შარდის სუნად ყარს რომ ვერ ჩახვალ, ან გატენილია მაღაზიებით და მეორე მხარემდე სანამ გააღწევს ოფლის და ''ტავარის'' სუნით გაიჟღინთები 

   თუ მიწისზედაა ისეთ სიმაღლეზეა და იმდენი საფეხურია ალპინისტობა გიწევს   
+ ქვეიტების ქაჯობა ზებრაზე სადაც შუქნიშანია, რახან წითელი აინთება იმას არ ნიშნავს რომ გადახვიდე, ამ დროს ზოგჯერ სხვა მიმართულება იწყებს მოძრაობას და ზებრაზე გადასული ქვეიტები კეტავენ იმ ახალ მიმართულებას, რომლის მერეც აინტებოდა ქვეიტების მწვანეც მაგრამ ვინ უცდის მაგას?  ახალ მიმართულებას აფერხებენ  შუა გზაჯვარედინზე, ამასობაში ქვეიტების მწვანეც უსწრებს ახალ ნაკადს და რჩებიან შუა გზაჯვარედინზე გაკვეხებულები, მერე ძველი ნაკადის მოძრაობაც ახლდება და იქმნება სრული ზედახორა 
This post has been edited by Mr Angry on 18 Jun 2018, 00:17