ერთი ორი წელი არ დამთავრდებაო
მაია ცქიტიშვილი: რიკოთზე ავტობანის მშენებლობის დასრულება 1-2 წლით გადავადდება
ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა, რომელსაც დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ, თქვა, რომ რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის ასაშენებლად ტენდერები 2018 წელს გამოცხადება.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, თავიდან ხელისუფლება გეგმავდა, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა, რაც მოიცავს 50-ზე მეტი ხიდისა და 50-ზე მეტი გვირაბის მშენებლობას, 2021 წლისთვის დასრულებულიყო. თუმცა, როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, დღის წესრიგში დადგება პროექტების დასრულების 1-2 წლით გადავადება. კონკრეტულად რიკოთის გვირაბის მონაკვეთის დასრულება კი 2022 წელს იგეგმება.
http://netgazeti.ge/news/286627/