ახლა ამას რომ სერიოზულად წერთ მიჭირს დაჯერება. სიგარეტს და ნარკოტიკს აიგივებთ? ეს რა პარალელია?
აგიხსნათ სხვაობა?
ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანი ხდება ასოციალური ნარკოტიკის მიღებისთანავე.
ნარკოდამოკიდებული არის არამხოლოდ ასოციალური- საზოგადოებისთვის არაფრის მომტანი, გარდა უბედურებისა, ის არის მტერი ოჯახში. პოტენციური კრიმინალი, რადგან ნარკოტიკს ჭირდება არც ისე მცირე თანხები როგორც სიგარეტს.
ნარკომანი არის ოჯახის ნამდვილი ჯოჯოხეთი! რომელიც მხოლოდ 2 ნაირად შეიძლება დასრულდეს - მისი სიკვდილით, ან ოჯახმა მოიკვეთოს, თუმცა ამ შემთხვევაში ჯოჯოხეთი მხოლოდ კულისებში გავა.
სიგარეტის მოწევის მავნე ჩვევა გადალახვადია, ნარკოტიკის- არა.
სიგარეტის მწეველებში ფილტვის კიბო არის ალბათობა, რისკ ჯგუფი, ნარკომანი, გარდა იმისა რომ მოარულ ჩონჩხს და ადამიანის კარიკატურას ემსგავსება,ძალიან სწრაფი ტემპებით მიიწევს გარდაუვალი ფინალისაკენ. ეს ფინალი შეიძლება იყოს ძალან სწრაფი, -პერედოზი, ან ღვიძლის დაშლა, გულის, ფილტვის და თირკმელის გათიშვა, რაც აგრეთვე უცაბედია.
........................
რაც შეეხება ალკოჰოლს, ზემოთაც დავწერე და აქაც 2 სიტყვას დავამატებ:
ვინ ღებულობს ალკოჰოლს იმ ოდენობით და სიხშირით რომ გაითიშოს და ამოწყდეს?

იმ რაოდენობის ან თუნდაც იმის ნახევარი ალკოჰოლიკები რომ გვყავდეს, რაც დღეს რეალურად ნარკომანებია საქართველოში,მშრალ კანონს მიიღებდნენ,
მაგრამ საქართველოში ალკოჰოლიზმის პრობლემა არასოდეს დამდგარა და მითუფრო აღარ დადგება.
რადგან სწორედ რომ სასმელი არ იძლევა იმ "ეფექტს' რასაც ნარკოტიკი თორემ არ ჩაიხრჩობოდით სასმელში სიამოვნებით?
ალკოჰოლიკიც ღორია და ნარკომანიც. მაგრამ ჩვენ დღეს ნარკომანიის პრობლემა გვაქვს და არა ალკოჰოლიზმის.
წაიღეს ტვინი ალკოჰოლთან უაზრო შედარებებით და დემაგოგიით
This post has been edited by annavita on 19 Jun 2018, 09:35
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო